დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 4, 2013

„ძონდა რევოლუშნ“ - უსწრაფესი „პაგანი“ სატრეკო დღეებისთვის

Pagani Introduces the Last Zonda Special, the New 800HP Track-Exclusive Revolucion
4 ივნისი
„პაგანი აუტომობილი“ სუპერ ავტომობილების მწარმოებელია. მაგრამ „ფერარის“ და „ლამბორგინის“ ავტორიტეტი არ აქვს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა ყოველივეს მიუხედავად, ორასიო პაგანი თავის საქმეს აგრძელებს და მისი კომპანიის პროდუქციის დამფასებლებს, პერიოდულად ახალ შედევრებს სთავაზობს. ამჯერად იტალიურმა კომპანიამ თავისი ძველი მოდელის, „ძონდა R-ის“ ბოლოს სპეცვერსია შექმნა, რომელიც მხოლოდ სატრეკო დღეებისთვისაა განკუთვნილი. ავტომობილის სახელია „ძონდა რევოლუშნ“.
ავტომობილი ცენტრალური მონოკოკის ირგვლივაა აგებული, რომელიც კარბონ-ტიტანის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამ მასალების წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 1070 კილოგრამს იწონის. „ძონდა რევოლუშნ“ აღჭურვილია „AMG მერსედესის“ იმავე 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც მამოძრავებელ ძალას „ძონდა R-საც“ ანიჭებს. მას მოდიფიკაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სიმძლავრე 50 ცხენის ძალით, 800 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 730 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ძრავთან შეწყვილებულია 600-საფეხურიანი განივი სეკვენტალური კოლოფი, რომელიც საფეხურებს 20 მილიწამში ცვლის.
ორასიო პაგანიმ გამოაცხადა, რომ „ძონდა რევოლუშნ“ არის მისი კომპანიის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილი. თუმცა, შესაბამისი მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, ამაყად გვაუწყა, რომ ამ ავტომობილმა ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე წრე 6 წუთსა და 47.5 წამში გაიარა. ეს კი, არასაგზაო ექსპლუატაციისთვის ჰომოლოგირებული ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელია.
ასეთი სიმძლავრის და მაბრუნი მომენტის უკეთ ასათვისებლად, მძღოლის განკარგულებაშია“ბოშის“ წარმოების ტრექშნ კონტროლი, რომელსაც 12 განსხვავებული პარამეტრი აქვს. განახლებულია ABS სისტემა, რომლის წყალობითაც, მანქანა მძღოლის მართვის სტილს ერგება.
ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვილია ახალი აეროდინამიკური პაკეტით. მასში შესულია ახალი დეფლექტორები, რომლებიც ფარების ქვემოთ, სამ რიგადაა განლაგებული, ასევე ვერტიკალური სტაბილიზატორი, რომელიც მანქანის ძრავის თავზეა მოთავსებული.
აეროდინამიკურ პაკეტში ასევე შევიდა უკანა ფრთის სისტემა DRS, რომელსაც ორი ძირითადი - მექანიკური და ავტომატური რეჟიმი აქვს. მექანიკურ რეჟიმს, საჭის რგოლზე არსებული სპეციალური ღილაკი მართავს. ფრთა მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვის პოზიციებს შორის დახრას იცვლის, თუ წრფივი აჩქარების დროს, გადატვირთვა 0.8g-ს შეადგენს, ან თუ სიჩქარე 100 კმ/სთ-ზე მეტია. ავტომატური იმ შემთხვევაში ირთვება, თუ DRS-ის ღილაკს ორ წამზე მეტხანს დააჭერთ თითს. სისტემა სპეციალურად, მისთვის შემუშავებული ალგორითმის შესაბამისად მუშაობს.

„ძონდა რევოლუშნის“ სასტარტო ფასი 2.2 მილიონი ევროა.

No comments:

Post a Comment