დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 30, 2013

„დაიჰაცუს“ პატარა როდსტერი „კოპენი“ პრემიერის წინ

Daihatsu Kopen Roadster Concepts One Step Before Production
30 ოქტომბერი
ორი წლის წინ, ტოკიოს მოტორ შოუზე, „დაიჰაცუმ“ პირველად გვიჩვენა თავისი კონცეპტუალური ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პატარა როდსტერ „კოპენის“ შემცვლელი. იაპონურმა კომპანიამ კონცეპტუალური ავტომობილი D-X-ის სახელით გაგვაცნო და მაშინვე განაცხადა, რომ ეს „კოპენის“ წინამორბედია.
და აი, „დაიჰაცუ“ ისევ ტოკიოს გამოფენაზე გვიწვევს, რათა იქ ამ ავტომობილის დახვეწილი, ჯერ ისევ კონცეპტუალური ვერსიები, უკვე „კოპენის“ სახელით გვიჩვენოს. ამასთან წინასწარ აცხადებს, რომ ეს უკვე პრაქტიკულად წარმოებისთვის მომზადებული ავტომობილია, რომელიც ბაზარზე მერმისს გამოვა.
კონცეპტ „კოპენის“ სტილი კონცეპტუალური D-X-ის სტილის განვითარებაა. ის წარმოებისთვის გამზადებული ფარებით, ბორბლებით და ორივე ბამპერით. სერიული ავტომობილისთვის შესაფერისად მომზადდა ინტერიერიც. ამასთან, იაპონურმა კომპანიამ „კოპენის“ ორი ვერსია მოამზადა, რომლებიც ერთმანეთისგან ძარის ზოგიერთი ელემენტით განსხვავდება.
პირველი ვერსიის სახელია „კოპენ RMZ“ (სტაფილოსფერი და ლურჯი) და ის უფრო ტრადიციულ, სადა სტილშია შესრულებული. მეორე კი (მწვანედ შეღებილი) არის „კოპენ ΧΜΖ“, რომელსაც ქროსოვერისთვის დამახასიათებელი, მოუხეშავი ფორმები აქვს, რასაც ძარის სპეციალური, პლასტიკით დამზადებული ელემენტები განაპირობებს.
ორადგილიანი „კოპენის“ გაბარიტებია: სიგრძე 3 395 მილიმეტრი, სიგან 1 475 მილიმეტრი და სიმაღლე 1 275 მილიმეტრი. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას მასავით პატარა 0.66-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 116117000 ცხენის ძალაა. მასთან უსაფეხურო ვარიატორია შეწყვილებული. ამ ტანდმის დახმარებით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 175 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან ასის ასაკრეფად კი მას 11.7 წამი სჭირდება.

No comments:

Post a Comment