დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 16, 2013

მხოლოდ 100 ცალი „ნისან GT-R ოპალი“ რჩეულებისთვის

Nissan Looking for 100 Buyers Interested in New Special Edition GT-R Opal
16 ივლისი
ოპალი მინერალია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ქვებში, ჟელეს სახით წარმოიქმნება და მყარდება. ძნელი სათქმელია, რით უნდა დაეკავშირებინათ „ნისანის“ მარკეტოლოგებს ამ მინერალის სახელი თავიანთი პოპულარული სპორტქარ GT-R-ის სპეციალურ ვერსიასთან, მაგრამ ფაქტია, რომ მას სწორედ ეს მეტსახელი დაარქვეს. და გამოაცხადეს, რომ ამ სახელით მხოლოდ 100 ცალ ავტომობილს გამოუშვებენ.
სტანდარტული GT-R-ისგან სპეციალურ ვერსიას მისი ძარის ფერი განასხვავებს, რომელსაც შუაღამის ოპალი ჰქვია. იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ამ ფერში მხოლოდ ყველაზე ეგზოტიკურ ავტომობილებს ღებავენ, რადგან ის სინათლეზე ისე ბრწყინავს, როგორც საიუველირო ნაწარმი. უფრო მეტიც, ავტომობილი განთების სიმკვეთრის ცვალებადობასთან ერთად, შეფერილობასაც იცვლის. იგივე ეფექტი, სხვადასხვა კუთხით შეხედვის შემთხვევაშიც შეინიშნება.
გარდა ამისა, სპეც ვერსიის ეკიპირებაში შევა კარბონის უკანა სპოილერი, ალუმინის შენადნობისგან დამზადებული ნაჭედი ბორბლები და სპეციალური ფირფიტა, რომელზეც ავტომობილის რიგითი ნომერია მითითებული. ეს ფირფიტა ძრავის სეგმენტშია მოთავსებული და ოქროსფრადაა შეღებილი.
სულ ესაა, რითაც სპეც ვერსია „ოპალი“ მოგხიბლავთ. ძრავი ისევ 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V6-ია, რომელიც 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან კი, ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 6-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ „ნისანის“ ხელმისაწვდომ სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100-ის ასაკრეფად 2.7 წამი ჰყოფნის.
„ნისანი“ სპეციალურ ვერსია „ოპალის“ გაყიდვას მთელს მსოფლიოში გეგმავს. თუმცა, მთავარი ბაზარი მაინც იაპონია იქნება, სადაცავტომობილი 10.5  მილიონი იენი, ანუ დაახლოებით 80 500 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment