GM Says Chevrolet Spark EV Can Save You $9,000 in
Fuel Over 5 Years
9 აგვისტო
„ჯენერალ მოტორსი“ ირწმუნება, რომ მისი უახლესი
ელექტრომობილი „შევროლე სპარკ EV“ ხუთი წლის განმავლობაში
დაახლოებით 9 000 დოლარს დაგაზოგინებთ. და ეს მხოლოდ ენერგიის ეკონომიური
მოხმარების ხარჯზე მოხდება. ეს კი იმ საგადასახადო შეღავათზე მეტია, რაც ამერიკის
მთავრობას ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე აქვს დაწესებული.
EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის
სააგენტო) სტანდარტის შესაბამისად, „შევროლე სპარკ EV-ს“
ენერგო ხარჯი 100 კილომეტრზე 1.98 ლიტრი საწვავის ექვივალენტურია, ერთი სრული
დამუხტვით კი 131 კილომეტრს გადის. გენერლების განცხადებით, ეს არის თავის კლასში
ყველაზე ენერგო ეფექტური ელექტრომობილი.
მას შემდეგ, რაც 1999 წელს ელექტრომობილ EV1-ის წარმოება
შეწყვიტა, „სპარკ EV“ არის „ჯენერალ მოტორსის“ პირველი სერიული ელექტრომობილი.
ოღონდ, ის ამერიკაშიც კი მხოლოდ რამდენიმე შტატში იყიდება, რომელთა შორისაც, რა
თქმა უნდა, ერთ-ერთი კალიფორნიაცაა. მოგვიანებით, ამერიკული კომპანია ამ პატარა
ელექტრომობილს შეზღუდული რაოდენობით სხვა ბაზრებზეც - კანადაში, სამხრეთ კორეაში
და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეიტანს.
„ბაზარზე
არსებული ელექტრომობილებიდან, „სპარკ EV“ ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია.
საექსპლუატაციო ხარჯების მხრივ კი ყველაზე იაფი დაგიჯდებათ. ეს შესანიშნავი საქალაქო
ავტომობილია, რომელიც სიამოვნებასაც მოგანიჭებთ, ეფექტურიცაა და ხელმისაწვდომიც“,
- ამბობს „შევროლეს“ პატარა ავტომობილებისა და ელექტრული მანქანების მარკეტინგის დივიზიონის
დირექტორი კრისტი ლენდი.
No comments:
Post a Comment