Nuclear cars, with help from thorium lasers
10 აგვისტო
მომავლის ეს პროექტი ორი წლის წინ შეიმუშავეს მასაჩუსეტსურ
კომპანია „ლაზერ პაუერ სისტემზში“. პროექტს ტექნოლოგი ჩარლზ სტივენსი უძღვებოდა,
რომელიც თორიუმის ბაზაზე არსებულ ლაზერულ დანადგარებს იკვლევს. საერთოდ, ამ კომპანიის
მიზანს, თორიუმის ლაზერის საფუძველზე ელექტრო გენერატორის შემუშავებაა, რომელიც ოდესღაც
ელექტრო ენერგიას მოგვცემს და როგორც სტივენსი ვარაუდობს, ავტომობილებსაც აამოძრავებს.
თორიუმი საშუალო რადიოაქტიურობის მქონე მეტალია,
რომელიც ჩვენს პლანეტაზე, განსაკუთრებით კი ინდოეთში, ბლომად მოიპოვება. ითვლება,
რომ ის ბირთვულ რეაქტორებში ურანის საუკეთესო შემცვლელია, რადგან მისი
ნახევარდაშლის რეაქცია არ არის ჯაჭვური და აქედან გამომდინარე, უმართავიც ვერ გახდება.
რეაქტორში თორიუმის ღერაკები სითბოს აგროვებს,
რომელიც სამუშაო სითხეს აორთქლებს, ეს კი მაღალი წნევის წყალობით, გენერატორთან
დაკავშირებულ ტურბინას ატრიალებს. პროექტის მიხედვით, ეს ყველაფერი ჩაკეტილ
სივრცეში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი არ ექნება რადიაციის გაჟონვას.
გამოცემა „ტექნოლოჯისტის“ რეპორტიორი სტივენ ეშლი
წერს, რომ ამ პრინციპით მომუშავე 335-ცხენის ძალიანი ძალური სისტემის წონა, დაახლოებით
225 კილოგრამი იქნება. ეს კი საკმარისად ცოტაა იმისათვის, რომ ავტომობილის
კაპოტქვეშ მოთავსდეს. რაც შეეხება თორიუმს, მის ერთ გრამსაც კი, დაახლოებით იმდენი
ენერგიის გამომუშავება შეუძლია, რამდენსაც 28 000-ზე მეტი ლიტრი ბენზინი იძლევა!
სულ 8 გრამი თორიუმია საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი ბირთვული დანადგარით
აღჭურვილმა ავტომობილმა 5 000 საათი იმუშაოს, ან 480 000 კილომეტრი (ანუ თითქმის
მთვარემდე მანძილი) გაიაროს.
თანაც, მუშაობის განმავლობაში, ასეთი ავტომობილი
ატმოსფეროს არანაირად არ დააბინძურებს. სხვათა შორის, სტივენსი ერთადერთი არაა,
ვინც თორიუმის ავტომობილში გამოყენებას განიხილავს. ჩიკაგოს 2009 წლის ავტო შოუზე,
„ჯენერალ მოტორსმა“, თორიუმზე მომუშავე კონცეპტუალური ავტომობილი (ფოტოზე, კადილაკის
მარკით) წარადგინა. ლორუს კულესუსის მიერ შემუშავებულ ავტომობილს „უორლდ თორიუმ
ფიუელ კონცეპტი“ ეწოდა. ეს არ იყო მუშა პროტოტიპი, თუმცა კონცეპციამ მაინც დიდი
ინტერესი გამოიწვია.
და როგორ გგონიათ, ავტომობილისთვის გამოსადეგი თორიუმის
რეაქტორის რეალურად განხორციელებას, პირველ რიგში, რა უშლის ხელს? არა რადიაცია! -
გაბარიტები. ტურბინისა და გენერატორის ტანდემი მეტისმეტად დიდი გამოდს. თუმცა,
ავტომობილში თუ არა, მისი გამოყენება რკინიგზასა და გემებზე მაინც შესაძლებელი
იქნება...
No comments:
Post a Comment