დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 16, 2013

ოჟიემ ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო

Ogier wraps up third straight WRC win
16 აპრილი

ერთი სებასტიანი წავიდა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ახლა მეორე სებასტიანი გაბატონდა. ლოები მხოლოდ ოთხ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან ერთი უკვე მოიგო, მეორეზე მეორე ადგილი დაიკავა და კიდევ ორში მიიღებს მონაწილეობას. ბურთი და მოედანი კი ოჟიეს დარჩა, ლოების თანამემამულესა და ყოფილ თანაგუნდელს, რომელიც WRC-ში დაბრუნებული „ფოლკსვაგენის“ ლიდერია.

ოჟიემ ახლახანს სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად პორტუგალიაში. იქ ლოებიც იყო ჩასული, ოღონდ WRC2-ის კლასიფიკაციით მოასპარეზე რობერტ კუბიცას მრჩევლის რანგში. პოლონელმა რბოლა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ დაასრულა. არადა, პირველ დღეს მეორე ადგილზეც კი იმყოფებოდა. ოჟიეს კი ჯეროვანი კონკურენცია არც შეხვედრია - უახლოეს მდევარ მიკო ჰირვონენს თითქმის წუთი მოუგო.
არადა, რბოლის დაწყებამდე, ოჟიეს ვირუსი შეეყარა და სტარტზე მისი გამოსვლა ეჭვქვეშაც კი დადგა. ასპარეზობის ბოლო დღეს კი მის მანქანაზე ტრანსმისია დაზიანდა - გადაბმის ქური გაცვდა და სრიალი დაიწყო. ოჟიეს რბოლის დასაწყისში კონკურენციას დანი სორდო უწევდა, მაგრამ ესპანელს ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
გამარჯვების გარდა, ოჟიე ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთზეც უსწრაფესი იყო, რისთვისაც საბონუსე ქულები დაიმსახურა. ოთხი ეტაპის შემდეგ, ის მეორეზე მყოფ ჰირვონენს 54 ქულას უგებს. მესამე ადგილზე კი ლოებია, ვისაც ლიდერთან 59 ქულა აშორებს.


პორტუგალიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           4:07:38.700
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                       +00:58.200
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         04:04.500
4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                          05:27.700
5. ნასერ ალ-ატია (კატარი, ფორდი)                                07:43.500
6. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)        09:39.800
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            15:04.200
8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                          15:43.600
9. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, სიტროენი)               15:56.900
10. ესაპეკა ლაპი (ფინეთი, შკოდა)                                  16:21.000

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 102 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 48; 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 43; 4. მადს ოსტბერგი - 32; 5. იარი-მატი ლატვალა - 31; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) - 27; 7. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) - 25; 8. მარტინ პროკოპი - 20; 9. ნასერ ალ-ატია - 20; 10. ევგენი ნოვიკოვი - 15...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 121 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი - 107; 3. კატარ მ-სპორტი - 55; 4. კატარ WRT - 36; 5. აბუ დაბი სიტროენ ტოტალ WRT - 27; 6. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 22; 7. ლოტოს WRC ტიმ - 12; 8. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ 2 – 10...

No comments:

Post a Comment