26 ნოემბერი
ამ ავტომობილზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ხშირად,
მასზე წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ყველა ერთ რამეში თანხვედრია
- ახალი „ენცო“, ან „ენცოს“ შემცვლელი, მარანელელთა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული,
მძლავრი და (ალბათ) სწრაფი ავტომობილი გახდება. და თანაც, ეს იქნება პირველი
ჰიბრიდული „ფერარი“. ამჯერად, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას შემოგთავაზებთ, რომელიც მან „ფერარის“ რამდენიმე თანამშრომლისგან (რა
თქმა უნდა, მათი ვინაობა არ სახელდება) მიიღო.
ჯერ ერთი ამ ინფორმაციაში „ენცოს“ შემცვლელი F150-ის
მეტსახელითაა მოხსენიებული და არა F70-ად, როგორც ადრე. მეორეც, სიმძლავრე 800 ცხენის
ძალა, 100-ით ნაკლებია ადრე გამოცხადებულზე. მარანელოელთა ფლაგმანის წონა 1100 კილოგრამს
მიაღწევს, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის საკმაოდ ცოტაა. მოკლედ, ეს იქნება
თითქმის სარბოლი ავტომობილი.
„ფერარის“ ადრე ოფიციალურად აქვს გამოცხადებული,
რომ მისი ახალი ფლაგმანი მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ფ1-ის ბოლიდთან. ასე
განსაჯეთ, მძღოლის პოზიციაც კი. კონსტრუქციაში უხვად გამოიყენებენ კარბონის
კომპოზიტს - ის უკვე მზადაა და პარიზის მოტორ შოუზეც გვიჩვენეს. ის მხოლოდ 70
კილოგრამს იწონის, რაც „ენცოს“ მზიდი სტრუქტურის წონაზე 20 პროცენტით ნაკლებია.
ძრავის მახასიათებლებზე ხშირად განსხვავებული
ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ამჯერად კონკრეტულ რიცხვებზე არ გავჩერდებით. თუმცა
კიდევ ერთხელ ღირს იმის აღნიშვნა, რომ V12 არქიტექტურა აქვს და ის მარტო არაა.
უფრო სწორედ, მასთან ერთად, ავტომობილის გადაადგილებას ელექტროძრავიც ემსახურება,
რომელიც სისტემა კერს-ის სტრუქტურაში შედის. ამ უკანასკნელის მიერ გამმუშავებული ელექტრო
ენერგია კი ლითიუმ-იონური ელემენტების მომცრო ბლოკში ინახება.
მარანელოელები ირწმუნებიან, რომ კერს-ის წყალობით,
მნიშვნელოვნად მცირდება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა. ეს
მნიშვნელოვნად 40 პროცენტია იმასთან შედარებით, რაც მხოლოდ V12 ძრავის შემთხვევაში
იქნებოდა. ჰიბრიდული აგრეგატი ავტომობილის ბაზაშია მოთავსებული, წინა ღერძის წინ.
განსაკუთრებულ აღნიშვნას მძღოლის (პილოტის) ადგილი იმსახურებს.
ის ფიქსირებული იქნება და სპეციალურად, მყიდველის ფიზიკური პარამეტრების
შესაბამისად დამზადდება (როგორც ფ1-ში). ამასთან, როგორც ფ1-ის მანქანაში, აქაც მძღოლის
პოზიცია თითქმის ჰორიზონტალური იქნება, პედლების კვანძი კი ძირიდან ოდნავ მაღლა
დამაგრდება. სავარძლისგან გამსხვავებით, რეგულირებადი იქნება პედლების კვანძი და
საჭის მექანიზმი. მათაც მყიდველის მონაცემების შესაბამისად დაარეგულირებენ.
დაბოლოს, გარეგნობაზე: ავტომობილს აგრესიული, რადიკალური
დიზაინი აქვს. ამ შემთხვევაშიც იგრძნობა, რომ ის ფ1-ის ბოლიდის ნათესავია. მსტოვრულ
ფოტოებზე ჩანს, რომ „ფერარის“ ახალი ფლაგმნანი ძალიან გრძელია, თუმცა ეს შეიძლება
იმის ბრალი იყოს, რომ შესანიღბად, მასზე ბევრი უსარგებლო დეტალია ასხმული.
დაბოლოს
ფასი: „ენცოს“ შემცვლელი ასტრონომიულად ძვირი, მინიმუმ 1 მილიონი ევრო ეღირება.
1 milioni evro :(((( tan minimum >>:((
ReplyDelete