26 ნოემბერი
ჯერ ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის, თუმცა ინტერნეტით
უკვე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ „აუდი“ კონცეპტუალური „R8 e-ტრონის“ (ფოტოზე)
სერიული ვერსიის შემუშავებას და წარმოებას გეგმავს. ოღონდ, თუ ამ პროექტს მწვანე
შუქს აუნთებს, ავტომობილს R10-ის სახელით გამოუშვებს. კომპანიის გამაში ეს
ავტომობილი R8-ზე ერთი საფეხურით მაღლა დაიკავებს ადგილს.
დიზელ-ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს ინგოლშტადტელები წარმატებით
იყენებენ ლე მანის რბოლებში მონაწილე პროტოტიპებზე და ბუნებრივია, გაჩნდებოდა იმის
ცდუნება, რომ ეს ტექნოლოგიები სერიულ ავტომობილებზეც დაენერგათ. ბუნებრივია,
სარბოლო გამოცდილების დანერგვისთვის, საუკეთესო სუპერ ავტომობილი იქნება.
სავარაუდოდ, R10-ის საფუძვლად სარბოლ პროტოტიპ „R18
e-ტრონის“ პლატფორმას და ძალურ დანადგარებს აიღებენ. მასში შევა V8 დიზელის ძრავი
და ორი ელექტროძრავი, რომლებიც წინა ბორბლებს დაატრიალებს. ძალურ დანადგარში ასევე
შევა მექანიკური კერს-ი, რომელიც მუხრუჭების ენერგიას, მქნევარას დახმარებით
დააგროვებს და ამ ენერგიას ელექტროძრავებს მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ „აუდის“ განკარგულებაშია ასევე V12
დიზელი, რომელიც 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი კომპანიამ
კონცეპტუალურ R8-ზე 2008 წელს გამოიყენა (პრემიერა დეტროიტის
მოტორ შოუზე შედგა), მაგრამ აგრეგატი მეტისმეტად მძიმე გამოდგა და უსაშველოდ დიდ
მაბრუნ მომენტსაც იძლეოდა, რისი ათვისებაც, ამ ავტომობილის ტრანსმისიით შეუძლებელი
იყო. ამიტომ, ამ აგრეგატზე უარი თქვეს.
გარდა
ამისა, „აუდის“ განკარგულებაშია სრულამძრავიანი ტრანსმისია, რომელიც დიზელ-ჰიბრიდულ
აგრეგატთან ერთად, სარბოლ ლე მანის ტრიუმფატორ „R18 e-ტრონზე“ გამოიყენა. სავარაუდოდ,
R10-ს ამ ტრანსმისიითაც აღჭურვავენ. რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი კარბონის
კომპოზიტისგან შექმნილ მზიდ მონოკოკს დაეყრდნობა, რომელსაც ალბათ „ლამბორგინის“ და
„პორშესაც“გაუზიარებს.
No comments:
Post a Comment