დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 22, 2012

რეალურ გროჟანს მომავალ სეზონში ვიხილავთ

F1 to see 'the real Grosjean' in 2013 - boss
22 ნოემბერი

„ლოტუსის“ შეფმა ერიკ ბუიემ უარყო გავრცელებული ხმების იმის შესახებ, რომ თითქოს, მისი გუნდი რომენ გროჟანის გაშვებას აპირებს. ამ ხმებს საფუძველი კი თავად გროჟანმა დაუდო, რომელმაც ოსტინში განაცხადა, რომ მომავალ სეზონზე კონტრაქტი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მრბოლმა სეზონის დასაწყისში თავისი სისწრაფე გამოავლინა, თუმცა რამდენიმე ინციდენტიც შეემთხვა, რომელთა უმეტესობაც მისი შეცდომის შედეგი იყო. ამის გამო, მას ერთი ეტაპიც კი გამოატოვებინეს, რის შემდეგაც, ის უფრო მეტად კი ფრთხილობს, მაგრამ ეს შედეგებზე უარყოფითად აისახება.
„ჩვენ მისი გვჯერა. ჩვენ მასთან შორს მიმავალი გეგმები გვაკავშირებს. ის ჩვენი პროექტია, დაახლოებით ისეთი, როგორიც „მაკლარენისთვის“ ლუის ჰამილტონი იყო. მან დაგვანახა, რომ მისგან შესანიშნავი პილოტი შეიძლება ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოსდის, რაც ხანდახან ძვირად უჯდება. ბოლო ხანს კი სიფრთხილეს იჩენს და სრულყოფის პროცესი თავიდან დაიწყო. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში რეალურ გროჟანს ვიხილავთ“, - ამბობს ბუიე.

No comments:

Post a Comment