დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 22, 2012

ამერიკის გზებზე ქალები მამაკაცებს სჭარბობენ


Women outnumber men for first time on US roads
22 ნოემბერი
მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქალი მძღოლების რიცხვმა, მამაკაცებისას გადააჭარბა. ასეთი დასკვნა მკვლევარებმა მართვის ლიცენზიების მონაცემების ანალიზის საფუძველზე გააკეთეს. მათ ასევე ივარაუდეს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

ამასთან, მათვე ივარაუდეს, რომ თუ ქალი მძღოლების რიცხვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, საავტომობილო ინდუსტრიაში ბევრი რამ შეიცვლება. მაგალითად, ავტომობილების დიზაინი, საგზაო შემთხვევების რაოდენობა და საწვავის მოხმარება. კერძოდ, ქალები უპირატესობას მომცრო მანქანებს ანიჭებენ, მათთვის მეტი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის უსაფრთხოებას და საწვავის ეკონომიურად მოხმარებას. თანაც, ისინი მამაკაცებზე გაცილებით ნაკლებად დადიან ავტომობილით.
კვლევამ ბოლო 1995-2010 წლებში გაცემული ლიცენზიები შეისწავლა. აღნიშნულ პერიოდში, 25-დან 29 წლამდე ასაკის მამაკაცი მძღოლებისთვის გაცემული ლიცენზიების რიცხვი 10 პროცენტით შემცირდა. იმავე პერიოდში, ქალი მძღოლების რაოდენობა მხოლოდ 4.7 პროცენტით იყო შემცირებული.
ამერიკაში 2010 წელს მამაკაცი მძღოლების რაოდენობა 104.3 მილიონი იყო, ქალებისა კი - 105.7 მილიონი. არადა, 1950-იან წლებში, ამერიკის ზრდასრული ქალების მხოლოდ ნახევარს ჰქონდა მართვის ლიცენზია.

No comments:

Post a Comment