22 ნოემბერი
ცნობილია, რომ „ბეემვე“ წარმოებისთვის ორ ჰიბრიდულ
ავტომობილს - ჰეჩბეკ i3-ს და სპორტულ i8-ს ამზადებს.
მათგან ერთ-ერთის პრემიერა შესაძლოა, დეტროიტის მოტორ შოუზეც კი შედგეს. თუმცა,
მანამდე ბავარიელები კიდევ ერთ i-სიურპრიზს ამზადებენ. მათ ამის შესახებ თავად
განაცხადეს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს
კონცეპტუალური i4, რომელიც i3-ის ბაზაზე შეიქმნება და ძალურ დანადგარსაც მისგან
მიიღებს, თუმცა ჰეჩბეკის ნაცვლად, კუპეს ძარა ექნება. მისი მზიდი სტრუქტურა
კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, რაც სიმსუბუქეს განაპირობებს. რაც შეეხება
ელექტრულ ძალურ დანადგარს, მისი სიმძლავრე 168 ცხენის ძალას მიაღწევს.
ლოს ანჯელესში ბავარიელები მთელ თავიანთ i-ოჯახს
წარადგენენ. გარდა ამისა, მათს სტენდზე იქნება კონცეპტუალური „K2
პაუდერ რაიდი“, რომელიც ქროსოვერ X1-ის ბაზაზე, პოლარულ მხარეში მოგზაურობის
მოყვარულთათვისაა შემუშავებული.
No comments:
Post a Comment