დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 22, 2012

„რენომ“ ელექტრომობილ „ზოის“ წარმოების დაწყება გადადო

Renault Delays Zoe EV Launch So It Won’t Steal New Clio 4’s Thunder
22 ნოემბერი
„რენოს“ მმართველმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი 2016 წელს 100 გრამზე ნაკლები იქნება, 2020 წლისთვის კი 80 გრამამადე შემცირდება. ფრანგული კომპანია ამას ძირითადად ელექტრომობილების ხარჯზე მიაღწევს, რომლებიც მის გაყიდვებში 10-პროცენტიან ზღვარს მიაღწევს.
ტავარესმა ასევე ილაპარაკა B-კლასის ელექტრულ ჰეჩბეკ „ზოიზე“, რომელსაც, მისი სიტყვებით, „თუ ერთხელ გაატარებთ, შიდაწვისძრავიან ავტომობილზე გადაჯდომა აღარ მოგინდებათ“. მანვე დასძინა, რომ ამ ავტომობილს ბაზარზე დიდი წარმატება ელის. ამ ავტომობილის წარმოება უკვე დაწყებული უნდა იყოს, მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ ცოტა მოთმინება ამჯობინა, რათა „ზოიმ“ ახალი „კლიოს“ გაყიდვები არ შეაფერხოს.
ამის მიზეზი მარტივია: ორივე ავტომობილი სუბკომპაქტური ჰეჩბეკია. „კლიო“ ძალიან პოპულარული ავტომობილია, რომლის მეოთხე თაობის მოდელიც რომბებს გაყიდვების უცილობელ ზრდას და სოლიდურ მოგებას პირდება. მისი მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე შედგა. „ზოი“ კი პირიქით - კარგა ხანს წამგებიანი იქნება, რადგან ელექტრომოვილები ჯერჯერობით სათანადო პოპულარობით ვერ სარგებლობს, ამ ავტომობილის რენტაბელობისთვის კი საჭიროა, რომ დიდი რაოდენობით იყიდებოდეს. სამაგიეროდ, ამ ავტომობილის დახმარებით, „რენო“ ელექტრომობილების სეგმენტში, მსოფლიო ლიდერის სახელის მოპოვებას ეშურება.
ტავარესმა ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია, დაბალფასიანი ჰიბრიდების შექმნაზეც მუშაობს, თუმცა თავად მიაჩნია, რომ ასეთი ტექნოლოგია მხოლოდ გარდამავალია შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესში. რაც მთავარია, ჰიბრიდბის შემუშავება ძალიან ძვირი ჯდება და მცირე მოგებას იძლევა.
მართალია, ევროპის ბაზარზე წილს „რენო“ ზედიზედ მეხუთე წელია, რაც კარგავს, ტავარესი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ ერთ მიზანს მაინც მიაღწია - მისი გაყიდვების ნახევარზე მეტი უკვე ევროპაზე აღარ მოდის. ანუ, ევროპულ ბაზარზე თავის დამოკიდებულებას „რენო“ მკვეთრად ამცირებს.

No comments:

Post a Comment