დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 28, 2012

ახალი „მაზდა3-ის“ ესკიზები


New Mazda3 Sketches Leaked via European Trademark Office
28 ნოემბერი
ინტერნეტში ახალი „მაზდა3-ის“ ესკიზები გამოჩნდა, რომელიც ქსელში ევროპული სავაჭრო ნიშნების ადმინისტრაციიდან მოხვდა. იაპონური კომპანია ამ ავტომობილს ევროპის ბაზარზე 2013 წელს გამოუშვებს.

„მაზდას“ კომპაქტური ავტომობილი, განვითარების ახალ, უფრო ეფექტურ ციკლზე გადადის. ამასთან, ახალ ავტომობილს უფრო სპორტული გარეგნობაც ექნება. ახალ „მაზდა3-ს“ დიდრონი რადიატორი გამოარჩევს, რომლის ზედა კუთხეებსაც ფარებთან ექნება შეხება. ქვედა ჰაერის ამღები კი უფრო აგრესიულ ფორმებში შესრულდება.
ჯერჯერობით, ტექნიკურ დეტალებზე ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის საფუძვლად, ქროსოვერ CX-5-ის მოდიფიცირებულ პლატფორმას გამოიყენებენ, მისი მთავარი ღირსება კი სიმსუბუქე იქნება. ეფექტურ ძრავებთან ერთად, ამის წყალობით, შემცირდება საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა.
სავარაუდოდ, ახალ „მაზდა3-ს“ ჟენევის (მარტში) მოტორ შოუზე ვიხილავთ, მისი გაყიდვები კი ფრანკფურტის (სექტემბერში შოუზე ჩვენების შემდეგ დაიწყება.

No comments:

Post a Comment