დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 28, 2012

მეორე თაობის „პორშე კაიმანის“ პირველი ფოტოები

All-New Porsche Cayman Coupe Mk2: The First Official Photos
28 ნოემბერი

„პორშე“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე პირველად გვიჩვენებს მეორე თაობის კუპე „კაიმანს“, რომლის ღია ვერსია - „ბოქსტერი“, წლის დასაწყისში, დტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა. ისევე როგორც მისი წინამორბედი, ახალი „კაიმანიც“ „ბოქსტერის“ მყარსახურავიანი ვერსიაა. თუმცა ამჯერად, გერმანული კომპანიის ინჟინრებმა „უბრალოდ სახურავის დადგმის“ პროცესი გაცილებით უკეთ შეასრულეს.


ახალი „კაიმანი“ გლუვი და იმავდროულად, უფრო სპორტული ფორმებით გამოირჩევა. მას „ბოქსტერისგან“ განსხვავებული ბამპერი და საბარგულის სახურავი აქვს. დანარჩენი კი პრაქტიკულად ხელუხლებელია.


საბაზო შესრულებით, „კაიმანი“ 2.7-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით აღიჭურვება, რომელიც 275 ცხენის ძალას ავითარებს, „ბოქსტერის“ იმავე ძრავზე 10-ით მეტს. ვერსია „კაიმან S“ კი 3.4-ლიტრიან, ასევე ოპოზიტურ ექვსცილინდრიან ძრავს მიიღებს, რომელიც „ბოქსტერის“ იმავე ძრავზე ასევე 10-ით მეტ, 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ახალ „კაიმანზე“ დაწვრილებით ინფორმაციას „პორშე“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment