დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 30, 2012

„მაკლარენ MP4-12C“ ახლო აღმოსავლეთის წლის ავტომობილია


McLaren MP4-12C Named Middle East Car of the Year
30 ნოემბერი
ორგანიზაცია „მიდლ ისტ მოტორ ავორდსმა“, წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება „მაკლარენის“ სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს მიანიჭა. კონკურსში სულ დაახლოებით 50-მდე ავტომობილი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც, რამდენიმე სუპერ ავტომობილი იყო.

„ამ ავტომობილმა ჟიურის წევრთა შორის საყოველთაო სიმპათიები დაიმსახურა. 12C აშკარა გამარჯვებულია. „მაკლარენის“ ავტომობილი იმსახურებს იმას, რომ საავტომობილო ფანების სასურველ ავტომობილთა სიაში ჩაეწეროს“, - ამბობს კონკურსის ორგანიზატორი, შარჟას (დუბაის გარეუბანი) ექსპო ცენტრის გენერალური დირექტორისაიფ ალ მიდფა.
„ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო სუპერ ავტომობილის წოდების მოგება, ტავისთავად საპატიო მიღწევაა, მაგრამ როდესაც სუპერ ავტომობილების მწარმოებელი საუკეთესო ავტომობილის წოდებას მიიღებს, ეს დაუჯერებელია“, - ამბობს „მაკლარენის“ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის დირექტორმა მარკ ჰარისონმა.

No comments:

Post a Comment