დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 25, 2012

„ლოტუს ესპრიტის“ შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია


Lotus Esprit Development Almost Finished
25 ნოემბერი
ორი წლის წინ, პარიზის მოტორ შოუზე, „ლოტუსმა“ ყველა გაოცებული დატოვა - ხუთი განსხვავებული კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი წარადგინა და დამსწრე საზოგადოება კიდევ უფრო გააოცა, როდესაც გამოაცხადა, რომ ხუთივეს წარმოებას აპირებდა. მაგრამ გავიდა დრო და ამ გეგმის შესრულების ნიშანწყალიც არ იგრძნობა. „ლოტუსს“ ხელი კრიზისმა დარია და მართალია, ოფიციალურად აღიარებული არაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამბიციური გეგმა წარსულს ჩაბარდა.

მაგრამ ხუთი კონცეპციიდან ერთი მაინც განვითარდა და მალე მისი ყიდვის საშუალებაც გაჩნდება. ამ ერთის სახელი „ესპრიტია“, ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საგზაო ავტომობილი, რომელიც კი ოდესმე „ლოტუსს“ გამოუშვია. სახელი, რომლითაც ბრიტანული კომპანია ერთ დროს კონკურენციას „ფერარისაც“ კი უწევდა.
და აი, ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“, „ლოტუსის“ თანამშრომლებისგან ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ესპრიტის“ შემუშავების პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. მაგრამ მისი წარმოება ჯერ არ დაიწყება და ამის მიზეზი კომპანიის მმართველობაში არსებული პრობლემებია.
აღნიშნული წყარო ირწმუნება, რომ ახალი „ესპრიტი“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც საკუთრივ „ლოტუსის“ ინჟინრებმა შეიმუშავეს. მასთან უნისონში კი ფ1-ის ტიპის კერს-ი მუშაობს. ძრავთან 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომლის საფეხურებიც, საჭის რგოლთან მოთავსებული ბერკეტებით იცვლება. ძრავის სიმძლავრე 650 ცხენის ძალას მიაღწევს, ავტომობილის ფასი კი „მხოლოდ“ 100 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში ჩაეტევა.
„ავტოქარ-ის“ ინფორმატორების თქმით, საკმაოდ ხელმისაწვდმი ფასის მიუხედავად, „ესპრიტთან“ დაკავშირებით, „ლოტუსს“ გარკვეული პრობლემები ექნება. მათგან ყველაზე მთავარი, სუსტად განვითარებული სადილერო ქსელია. მეორე - სახელი „ესპრიტი“. ამ ავტომობილების მთავარი ნაკლი ყოველთვის იყო ნაკლები საიმედობა და დაბალი ხარისხი...

No comments:

Post a Comment