24 ნოემბერი
სეზონის ბოლო პოულ პოზიცია ლუისზლუის ჰამილტონმა
მოიპოვა. პირველ რიგში კი „მაკლარენის“ პილოტები დაიკავებენ. თუმცა, ბრაზილიური
ეტაპის ორ მთავარი პერსონაჟი სულ სხვაა - სებასტიან ფეტელი ამჯერად მეოთხეა. ეს ის
ადგილია, რომლის დაკავების შემთხვევაშიც, გერმანელი ზედიზედ მესამე ტიტულს
მოიპოვებს. ფერნანდო ალონსო კი ისევ ათეულის უკანა ნაწილშია. მერვე სასტარტო ადგილი
ის პოზიცია არაა, საიდანაც ესპანელს რაიმეს იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ეს კიდევ არაფერი: ჯერ ერთი, რბოლის დისტანცია 300 კილომეტრზე მეტია და დაზღვეული არავინ არაფრისგან არაა. მეორეც, რბოლისთვის წვიმაა ნავარაუდები, რაც ბევრ რამეს აურევს და მერე ყველანი საკუთარი ოსტატობის გარდა, იღბლის იმედზეც იქნებიან. წვიმაზე „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, ცას მაშინ ავხედავ, როდესაც სასტუმროდან გამოვალო. არც ისაა გამორიცხული, რომ ამინდის პროგნოზი არ გამართლდეს...
სხვათა შორის, კვალიფიკაციაზეც ძლიერი წვიმა იყო
მოსალოდნელი. რბოლის დაწყებამდე გაწვიმდა კიდეც, მაგრამ მალევე გადაიღო და მთელი
სესიის განმავლობაში, ასფალტი აღარც დაუსველებია. თუმცა ერთ მოსახვევში ასფალტმა
სისველე ბოლომდე შეინარჩუნა.
რბოლის პირველ ნაწილში რომენ გროჟანი პედრო დე ლა
როსას დაეჯახა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ფრანგი საკმაოდ ნელ მეტოქეს ბოლო
მოსახვევში ასწრებდა. გროჟანმა შიდა ტრაექტორია დაიჭირა, მაგრამ ესპანელმა მოულოდნელად
გზა მოუჭრა. შედეგად, მდევრის „ლოტუსს“ წინა ნაწილი დაუზიანდა. გროჟანს მანქანა
სასწრაფოდ შეუკეთეს, მაგრამ მეორე ნაწილში გადასვლა მან ვეღარ მოახერხა.
„მთელი წრე პედროს უკან გავატარე, მას ლურჯ დროშებს
უფრიალებდნენ. გასწრება ვცადე. მგონი, ვერ დამინახა და გზა გადამიჭრა. რაც შემეძლო
დავამუხრუჭე, მაგრამ შეჯახებას თავი მაინც ვერ ავარიდე. მერე კი, სიგრილის გამო,
საბურავების გახურება ვერ მოვასწარი და ეს ჩემს სწრაფ წრეზეც უარყოფითად აისახა“,
- განაცხადა გროჟანმა.
ფ1-ში
თავის ბოლო რბოლას მე-14 პოზიციიდან დაიწყებს მიხაელ შუმახერი.
ბრაზილიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.458
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.513
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:12.581
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:12.760
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:12.987
6. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:13.174
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:13.206
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:13.253
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:13.298
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:13.489
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:14.121
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:14.121
12. ბრუნ სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:14.219
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:14.234
14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:14.334
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:14.380
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:14.574
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:14.619
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:16.967
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:17.073
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:17.086
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:17.508
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:18.104
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:19.576
24. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:19.699
No comments:
Post a Comment