დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 1, 2013

„გალარდოს“ ბოლო სპეც ვერსია ფრანკფურტში გაგვეცნობა

Frankfurt-Bound Lamborghini LP 570-4 Squadra Corse Is Probably the Last Gallardo
1 აგვისტო
უკვე ათი წელია, რაც „ლამბორგინი გალარდო“ ბაზარზეა. ეს ძალიან ბევრია თუნდაც ისეთი წარმატებული ავტომობილისთვის, როგორიც „გალარდოა“. მისი შეცვლის დროც ახლოვდება, თუმცა სანამ იტალიური კომპანია თავის მომავალ ბესტსელერს გაგვაცნობს (სავარაუდოდ, მისი სახელი კაბრერა იქნება და მას დეტროიტის მოტორ შოუზე ვნახავთ), მანამ „გალარდოს“ კიდევ ერთ ვერსიას ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს.
ახალ ავტომობილს „გალარდო LP570-4 სკუადრა კორსე“ ჰქვია და ის არის ამ ავტომობილის ყველაზე ექსტრემალური ვერსია, რომელიც კი „ლამბორგინიმ“ ამ ათ წელიწადში გამოუშვა. ის სარბოლო „გალარდო სუპერ ტროფეოს“ ბაზაზეა შექმნილი. სახელი „სკუადრა კორსე“ სარბოლო გუნდს ნიშნავს. სწორედ ასე ჰქვია „ლამბორგინის“ უახლეს, სარბოლ დეპარტამენტს, რომელიც კომპანიის მოტორსპორტულ აქტივობებს განახორციელებს.
შეიძლება ითქვას, რომ „გალარდო LP570-4 სკუადრა კორსე“ საგზაო სარბოლო ავტომობილია და მის ასეთ უცნაურ წარმომავლობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მის კაპოტქვეშ სწორედ სარბოლი „გალარდოსთვის“ შექმნილი ძრავია განლაგებული. ესაა 5.0-ლიტრიანი V10 (იმავე სუპერ ტროფეოდან), რომლის სიმძლავრეც 562 ცხენის ძალაა. ძრავთან 6-საფეხურიანი რობოტიზებული ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელიც საჭის რგოლთან მოთავსებული პედლებით იმართება.
„სკუადრა კორსე“ ასევე „სუპერ ტროფეოს“ უკანა ანტი ფრთითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილს „გალარდო LP 560-4-საზე“ სამჯერ მეტი აეროდინამიკური დატვირთვთ უზრუნველყოფს. ის ძრავის კაპოტის ხუფზეა დამაგრებული. ორივე ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. კარბონ-კერამიკული მასალაა გამოყენებული  მუხრუჭებში.
კარბონისა და ალუმინის ფართოდ გამოყენებით, ვერსია „სკუადრა კორსე“, „გალარდო LP 560-4-ზე“ 70 კილოგრამით მსუბუქია და 1340 კილოგრამს იწონის. ამის წყალობით, სიმძლავრისა და წონის ფარდობა, ყოველ ცხენის ძალაზე 2.35 კილოგრამია. ამის წყალობით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.4 წამში შეუძლია, 0-200 კმ/სთ-მდ აჩქარებას 10.4 წამში ასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-კია.
გარეგნულად, „გალარდო LP570-4 სკუადრა კორსეს“ განმასხვავებელი ნიშანია იტალიის დროშის ფერის ზოლები, რომლებიც უკანა ბორბლების წინ არსებულ ჰაერის ამღებს მოერგო. უკანა ანტი ფრთა და ზოგიერთი სხვა ელემენტი შავია. თვითონ ავტომობილი კი - რუხი. სალონშიც კარბონი და მასთან შეხამებული ტყავი დომინირებს, რომლებიც შავ და წითელ ფერებშია გაწყობილი.

No comments:

Post a Comment