Lotus boss says Raikkonen should not be ruled out
of F1 title fight
1 აგვისტო
„ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ ტიტულისთვის
მებრძოლთა სიიდან კიმი რაიკონენის ჩამოწერა ნადრევია. უნგრეთში ფინელმა მრბოლმა კვარცხლბეკზე
ზედიზედ მეორე ეტაპი დაასრულა და რაც მთავარია, ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან
ფეტელზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მართალია, მათ 38 ქულა აშორებს, თუმცა დარჩენილ
ცხრა რბოლაში ყველაფერია მოსალოდნელი.
„ეს შესაძლებელია. კიმი შანსებს იმსახურებს და
უნგრეთში სწორედ ასეთი შანსი გამოიყენა. შედეგად, ჩვენ „რედ ბულის“ დამარცხება
შევძელთ. ასე რომ, ეს შესაძლებელია და ჩვენ ბრძლას გავაგრძელებთ“, - ჟურნალ „ავტოსპორტთან“
საუბრისას განაცხადა ბუიემ.
„ლოტუსს“ ჩავარდნა ჰქონდა მონაკოდან სილვერსტოუნამდე
- რაიკონენმა სამ რბოლაში მხოლოდ 13 ქულის აღება შესძლო. თუმცა, შემდგომ ორ
რბოლაში, ზედიზედ ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი. ბუიე ფიქრობს, რომ მისი გუნდი წარმატებულად
ახორციელებს სარბოლი ავტომობილის სრულყოფას და ეს ფაქტორი ფინელ პილოტს ფეტელთან
პაექრობის საშუალებას მისცემს.
„მანქანის მოდერნიზაციის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.
ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე შევძელით. ქარხანაში
ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად მუშაობენ. თუ წინა რბოლებს გადავხედავთ, დავინახავთ,
რომ სამ რბოლსში ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ახლა იმავე კვალზე ვდგავართ, რომელსაც „რედ
ბული“ მიჰყვება. ასე რომ, ცხრილში ეს მეორე ადგილი ბრძოლით მოვიპოვეთ. ახლა
მთავარია, სტაბილურები ვიყოთ და რაც შეიძლება მეტი ქულის აღება შევძლოთ“, - ამბობს
ბუიე.
„ლოტუსისთვის“
ყველაზე იმედისმომცემი ისაა, რომ გუნდმა როგორც იქნა, სრულყო პასიური DRS სისტემა,
რომელსაც ბელგიაში გამოიყენებს. სპას კონფიგურაცია კი იდეალურია ამ სისტემისთვის.
ბუიე ამბობს, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და სპა-ზე მისი გამოყენება არანაირ
რისკთან არ იქნება დაკავშირებული. ბუიე იმასაც ამბობს, რომ მართალია, „ლოტუსი“
კარგ ფორმაშია და ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ფაქტორი რაიკონენზე
არ იმოქმედებს, როცა ის თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს - როგორც
ცნობილია, კიმი „რედ ბულში“ გადასვლის ყველაზე რეალური კანდიდატია.
No comments:
Post a Comment