Ford Escape Sets New Sales Record
1 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მის ისტორიაში, მოდელი „ისკეიპი“
უგზოობის პირველი კომპაქტური ავტომობილია, რომელიც წლის პირველ ექვს თვეში 150 000
ცალზე მეტი გაიყიდა. წელს „ფორდმა“ მესამე თაობის „ისკეიპი“ უკვე 156 626 ცალი
გაყიდა. ამერიკული კომპანია დარწმუნებულია, რომ ამ მოდელის რეკორდს (261 008 ცალი)
გააუმჯობესებს, რომელიც შარშან დამყარდა.
„შესანიშნავი მახასიათებლები, დახვეწილი დიზაინი და
ეკონომიურობის შესაშური მაჩვენებლები ის გარემოებებია, რომლებმაც ჩვენი დილერების
შოურუმებში ახალი მყიდველი მოიზიდა. გვიხარია, როცა ვხედავთ, რომ „ისკეიპი“ სულ
უფრო პოპულარული ხდება. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ მომხმარებლის სურვილებს
ვითვალისწინებთ და სრულიად კონკურენტუნარიან გლობალურ ავტომობილს ვაწარმოებთ“, - ამბობს
„ფორდის“ ჯგუფის გლობალური მოდელების და ქროსოვერების მარკეტინგის მენეჯერი ემი მარენტიჩი.
ცისფერმა ოვალმა ასევე გამოაცხადა, რომ „ფორდ
ისკეიპმა“ ნახევარი წლის გაყიდვებში უკან მოიტოვა ისეთი პოპულარული ავტომობილები,
როგორებიცაა „ჰონდა CR-V“ და „ტოიოტა RAV4“. ამასთან, ტრეიდ-ინის დროს, ყველაზე
ხშირად, მყიდველი სწორედ „ტოიოტას“ და „ჰონდას“ ავტომობილების ყოფილი მფლობელია.
ეს ნიშნავს, რომ „ისკეიპის“ მეშვეობით, „ფორდი“ ამ ორი იაპონური კომპანიის მყიდველთა
გადაბირებას ახერხებს.
მესამე თაობის „ისკეიპის“ წარმოება შარშან, აპრილში
დაიწყო. ავტომობილს ლუისვილის (შტატი კენტუკი) ქარხანა აწარმოებს. ეს ავტომობილი უცხოურ
ბაზრებზე (ამერიკის და კანადის მიღმა), მაგალითად ევროპაში, „კუგას“ სახელით იყიდება.
No comments:
Post a Comment