Land Rover Mulling RS Versions of Range Rover
Sport and Evoque
1 აგვისტო
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, „ლენდ როვერი“ წარმოებისთვის „რეინჯ როვერ სპორტის“ და „ევოუკის“ ტემპერამენტიან,
RS ვერსიებს ამზადებს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ბაზარზე პირველ რიგში, (2014
წელს) „ევოუკ RS“ გამოვა.
„რეინჯ როვერ ევოუკ RS“ აღიჭურვება ბენზინის
2.0-ლიტრიანი ტურბოძრავის გაძლიერებული ვერსიით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის
ძალას მიაღწევს. კომპანიის დიზაინის შეფი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ „ევოუკ RS-ის“
სტილი უმნიშვნელოდ შეიცვლება. მასზე არც დიდ ბორბლებს დააყენებენ და აქედან გამომდინარე,
არც საბორბლე თაღებს გააგანიერებენ. RS ვერსიის განმასხვავებელი ნიშნები უფრო
დახვეწილი და მოკრძალებული იქნება.
უნდა ითქვას, რომ „ლენდ როვერი“ ჯერ კიდევ ორი წლის
წინ გეგმავდა „ევოუკის“ ტემპერამენტიანი ვერსიის წარმოების დაწყებას, მაგრამ იმის
გამო, რომ სტანდარტულ მოდელზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი უჭირდა, გეგმა დროებით
შეაჩერა.
რაც შეეხება „რეინჯ როვერ სპორტის“ RS ვერსიას, ის
საბაზო ვერსიის 5.0-ლიტრიანი V8 მექანიკურდამჭირხნიანი ძრავის გაძლიერებული
ვერსიით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 542 ცხენის ძალა იქნება (ეს ძრავი
სწორედ ამდენს გამოიმუშავებს იაგუარის მოდელებისთვის), რაც „რეინჯ როვერ სპორტის“
ძრავის სიმძლავრეზე 39 ცხენის ძალით მეტია. როგორც ბრიტანული ჟურნალი ირწმუნება,
ამ ძრავით ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 4.5 წამში შეძლებს.
„რეინჯ სპორტის“ RS ვერსიას ბამპერის განსხვავებული
მოყვანილობა გამოარჩევს, ნისლის ფარებს კი ზორბა ჰაერის ამღებები შეცვლის.
შეიცვლება უკანა ბამპერიც და მანქანა უფრო დადაბლდება, რაც მის სპორტულ ხასიათს
გაუსვამს ხაზს. ავტომობილის დამუხრუჭებას მძლავრი სისტემა უზრუნველყოფს.
No comments:
Post a Comment