დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 10, 2014

ლატვალამ შვედეთის რალი მოიგო

Rallying-Latvala wins in Sweden, leads championship standings
10 თებერვალი
ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - შვედეთის რალი. ამ გამარჯვებით, „ფოლკსვაგენ პოლოთი“ მოასპარეზე ლატვალამ ჩემპიონატის ლიდერობაც იგდო ხელთ, სადაც მხოლოდ 5 ქულას უგებს ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენს, რომელმაც შვედეთის თოვლიან გზებზე მეორე ადგილი დაიკავა.
მიკელსენმა პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის რბოლის კვარცხლბეკზე დასრულება. უფრო მეტიც, იყო მომენტი, როცა ლატვალას მანქანა მოუცურდა და თოვლში გზის გაკვალვაზე ოც წამზე მეტი დაკარგა. ამ დროს, მას მიკელსენი მაქსიმალურად მიუახლოვდა, თუმცა ფინელმა ადვილად შეძლო დანაკარგის ანაზღაურება და საბოლოოდ, თანაგუნდელს 53.6 წამით აჯობა.
მიკელსენს მეორე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა გადახდა „სიტროენით“ მოასპარეზე თანამემამულე მადს ოსტბერგთან, თუმცა საბოლოოდ მას თითქმის 6 წამი მოუგო. ამჯერად მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა მოქედი ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ოჟიე, რომელსაც რბოლის დასაწყისში ავარია მოუვიდა და რბოლის დარჩენილ ნწილში, ქულებისთვისღა იბრძოდა.
„აქ მესამედ მოვიგე რბოლა და ეჭვი მეპარება, ეს მიღწევა სხვაგან კიდევ გავიმეორო. აქ ასპარეზობა განსაკუთრებულია და გამარჯვება მთუმეტეს. საბერძნეთში ჩემი შარშანდელი გამარჯვებიდან დიდი დრო გავიდა და მიხარია, რომ ისევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვდგავარ. აქ არამარტო მანქანას უფრთხილდები და ტაქტიკურად იბრძვი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უსწრაფესი რბოლაა. ამიტომ, მასში გამარჯვება, ჩემს თავდაჯერებულობას გაზრდის. ეს გამარჯვება ძალიან მჭირდებოდა“, - ნარბოლევს განაცხადა ლატვალამ.

შვედეთის რალის შედეგები
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)       3:00:31.100
2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)     +00:53.600
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                   00:59.500
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          02:26.900
5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                              03:00.500
6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)         04:29.900
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    04:47.500
8. პონტუს ტიდემანდი (შვედეთი, ფორდი)                05:38.200
9. კრეიგ ბრინი (ირლანდია, ფორდი)                            08:55.400
10. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                        11:18.000

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. იარი-მატი ლატვალა - 40 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 35; 3. მადს ოსტბერგი - 30; 4. ანდრეას მიკელსენი - 24; 5. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, ფორდი) - 18; 6. კრის მიკი - 17; 7. მიკო ჰირვონენი - 13; 8. ოტ ტაენაკი - 10; 9. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) - 8; 10. ჰენინგ სოლბერგი - 6...

კონსტრუქტორთა თასი
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 72 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 56; 3. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 26; 4. M-სპორტ WRT - 22; 5. ჰიუნდაი მოტორსპორტი - 8; 6. RK M-სპორტ WRT - 4; 7. ჯიპოცარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 0

No comments:

Post a Comment