დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 24, 2014

„ლენდ როვერმა“ რაგბის მსოფლიო თასთან ერთად ტურნე დაიწყო

Land Rover Presenting Partner Of Rugby World Cup Trophy Tour
24 მაისი
როგორც დაგეგმილი იყო, რაგბში მსოფლიო თასთან ერთად, მსოფლიო ტურნეში მონწილეობას „ლენდ როვერიც“ მიიღებს. ტურნე მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე, მსოფლიოს 15 ქვეყანას მოივლის. ვებ ელისის თასი ყველა ტრადიციულ სარაგბო ქვეყანაში იმოგზაურებს, მათ შორის, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში. გარდა ამისა, მარშრუტი ისეთ ქვეყნებშიც გაივლის, რომლებიც სარაგბო რუკაზე ვერ ბრწყინვენ, მაგალითად გერმანიასა და კენიაში.

ვებ ელისის თასი და „ლენდ როვერი“ უკვე ეწვივნენ იაპონიას, სადაც ისინი ამ ტურის კიდევ ერთმა პარტნიორმა, კომპანია DHL-მა გადააფრინა. იქიდან ავსტრალიას, ფიჯის, მადაგასკარს, სამხრეთ აფრიკას მოივლიან. ამ ქვეყნებში თასი სკოლებს, სარაგბო კლუბებს და „ლენდ როვერის“ სადილერო კომპანიებს მოივლის. სამწუხაროდ, საქართველო ამ მარშრუტში ვერ შევიდა, რადგან თასი ჩვენს ქვეყანაში უკვე იმყოფებოდა.
„ლენდ როვერი“ მსოფლიოს 2015 წლის თასის გათამაშების პარტნიორია და ჩემპიონატს გადაადგილების საშუალებად მოემსახურება. მსოფლიო ტური კი ის ეტაპია, რომელიც რაგბის პოპულარიზაციას ემსახურება და ამ საქმეში მას ასევე ჰყავს ისეთი პოპულარული პარტნიორი, როგორიც „ლენდ როვერია“. თავის მხრივ, ბრიტანული კომპანია გლობალიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და ამ ტურში მონაწილეობა მისთვისაც სარეკლამო კამპანიის ნაწილია.
„მსოფლიო ტურნეს დროს, ვებ ელისის თასი იმ ადგილებს ეწვევა, სადაც არასდროს ყოფილა და მის უსაფრთხო გადაადგილებას „ლენდ როვერის“ ავტომობილები უზრუნველყოფს. მათ შორის ბევრია ისეთი ადგილიც, რომელსაც ადრე რაგბთან შეხებაც არ ჰქონია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მოგზაურობიდან ისეთ ამბებს ჩამოვიტანთ, რომლებსაც სიამაყით მოვუყვებით რაგბის სამყაროს“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ გლობალური ბრენდული გამოცდილების დრექტორი მარკ კამერონი.

ვებ ელისის თასის, „ლენდ როვერის“ და DHL-ის მსოფლიო ტურნეს განრიგი
23-25 მაისი               იაპონია
19-20 ივნისი             ავსტრალია
26-28 ივნისი             ფიჯი
2-5 ივლისი               მადაგასკარი
14-15 ივლისი           კენია
18-21 აგვისტო          სამხრეთ აფრიკა
9-10 ოქტომბერი      არგენტინა
11-12 ოქტომბერი    ურუგვაი
27-28 ოქტომბერი    ჰონ კონგი
30-31 ოქტომბერი    ჩინეთი
11-13 ნოემბერი        ნიუ იორკი
28-29 ნოემბერი        დუბაი
13-14 იანვარი           იტალია
17-18 თებერვალი    გერმანია
17-18 მარტი              რუმინეთი
12-14 მაისი               საფრანგეთი

No comments:

Post a Comment