დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 28, 2014

„გუგლი“ თვითმავალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს

Google begins work on its own self-driving car
28 მაისი
„გუგლმა“ გამოაცხადა, რომ დაწყებული აქვს საკუთარი თვითმავალი ავტომობილის შემუშავება, რომლითაც ამ ტიპის ავტომობილების საგზაო ტესტირებას გააგრძელებს. ამერიკულ კომპანიას უკვე დამზადებული აქვს რამდენიმე პროტოტიპი, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოსცდის.
საცდელ ავტომობილებს ჯერ სახელი არ აქვს. მათს სალონში მხოლოდ ორი სავარძელია მოთავსებული. კომფორტი მინიმალურია. იქ ვერ ნახავთ საჭეს და სატერფულებს. ავტომობილს სრულად აკონტროლებს ელექტრონიკა. ამასთან, მბიძგველ ძალასაც მას ელექტრო ძრავი ანიჭებს. თუმცა, ამ ეტაპზე „გუგლი“ ტექნიკურ მახასიათებლებს არ ავრცელებს და ეს არცაა მთავარი.
მთავარი ისაა, რაც ავტომობილს თავზე ადგას - ესაა სენსორებითა და რადარებით აღჭურვილი კომპლექსური სისტემა, რომელიც არამარტო მანქანის მართვაში მონაწილეობს, არამედ გარემოსაც აკონტროლებს. ის „კითხულობს“ საგზაო ნიშნებს და აფიქსირებს ნებისმიერ, პოტენციური საფრთხის შემცველ ვითარებას. რადარი, ავტომობილის გარშემო, 274 მეტრის სიშორეზე ახერხებს გარემოს სკანირებას. ოღონდ, ტესტებისთვის ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ს ნიშნულზეა შეზღუდული.
პროტოტიპები იმ გათვლითაა შემუშავებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი სწრაფი გადაკეთება და ტესტების პროცესში დაბრუნება იყოს შესაძლებელი. „გუგლი“ არ მალავს, რომ ავტონომიური ავტომობილების სერიულ წარმოებას აპირებს. ასეთი ავტომობილი, შესაბამისი მარშრუტის არჩევის შემდეგ, ღილაკზე დაჭერისთანავე დაიწყებს მოძრაობას და უსაფრთხოდ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე.„ჩვენი მიზანი ისეთი ავტონომიური ავტომობილის შემუშავებაა, რომელიც ნებისმიერ დონეზე დატვირთული გზის შემთხვევაშიც, უსაფრთხოდ მიგიყვანთ სასურველ ადგილზე. წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის ცენტრში მოძრაობთ და 20 წუთით ადრე იკავებთ პარკირების ადგილს. ამასთან, შეგიძლიათ დალიოთ, წიგნი იკითხოთ, გაერთოთ, რაც გინდათ, აკეთოთ და საჭირო არ იქნება მანქანის კონტროლი“, - ამბობს „გუგლის“ თვითმავალი ავტომობილების ავტომობილის პროექტის კრის ურმსონი.
„ჩვენი მიზანი ისეთი ავტონომიური ავტომობილის შემუშავებაა, რომელიც ნებისმიერ დონეზე დატვირთული გზის შემთხვევაშიც, უსაფრთხოდ მიგიყვანთ სასურველ ადგილზე. წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის ცენტრში მოძრაობთ და 20 წუთით ადრე იკავებთ პარკირების ადგილს. ამასთან, შეგიძლიათ დალიოთ, წიგნი იკითხოთ, გაერთოთ, რაც გინდათ, აკეთოთ და საჭირო არ იქნება მანქანის კონტროლი“, - ამბობს „გუგლის“ თვითმავალი ავტომობილების ავტომობილის პროექტის კრის ურმსონი.
პირველ ეტაპზე, 100 ცალი სატესტო თვითმავალი ავტომობილის დამზადება იგეგმება. მათი ტესტირება ზაფხულში დაიწყება. ეს ავტომობილები, მართვის ჩვეულებრივი სისტემებითაც აღიჭურვება, რათა ელექტრონიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათი მექანიკური მართვა იყოს შესაძლებელი. თუ ტესტები წარმატებული იქნება, მაშინ კალიფორნიაში მათი ექსპლუატაციის ლიცენზია გაიცემა.

No comments:

Post a Comment