დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 28, 2014

„ფორდმა“ ევროპაში პირველი 500 „მუსტანგი“ 30 წამში გაჰყიდა

Ford 'overwhelmed' by stampede to reserve a new Mustang
28 მაისი
„ფორდმა“ ევროპაში ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის დაწყებისთანვე დაიწყო და... 30 წამში დაასრულა. თუმცა, ამის შემდეგაც, მის სპეციალურ ვებ-გვერდზე არ შემწყდარა ამ პოპულარული პონიქარის შეძენის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია. სულ კი, შეხვედრის 120 წუთის განმავლობაში, ახალი „მუსტანგის“ შეძენა 9300-ზე მეტმა ადამიანმა სცადა.
ახალი მოდელის გამოსვლის მომენტიდან, „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი ხდება. ის პირველად ამერიკის ბაზარზე, ამ წლის ბოლოს გამოჩნდება და შემდეგ სხვა ბაზრებზეც გავა. ევროპას, სადაც ის ოფიციალურად პირველად იყიდება, პირველ ეტაპზე მხოლოდ 500 „მუსტანგი“ ერგო, რომელსაც ძველი კონტინენტი წელს აითვისებს, მომავალი წლიდან კი შეზღუდვები მოიხსნება.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ევროპაში ახალი „მუსტანგი“ ძალიან მოეწონათ და ამ ავტომობილის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ მისი გაყიდვის დაწყებას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, მოთხოვნის ასეთი ბუმი განსაცვიფრებელი იყო“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის შტოს ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი.პირველი 500 ცალი „მუსტანგი“, ევროპის 20 ქვეყანაზე გადანაწილდა. მათგან 130 ცალი მარჯვენა საჭითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრიტანელებისთვისაა განკუთვნილი. იღბლიანი აპლიკანტები, კომპანიისგან შეტყობინებებს მოგვიანებით მიიღებენ, რის შემდეგაც, ისინი „ფორდის“ უახლოეს დილერთან დაასრულებენ შეკვეთის გაფორმებას.
ევროპული ბაზრისთვის გამოყოფილი პირველი 500 ცალი „მუსტანგიდან“, ნახევარი ფასტბეკია, ნახევარი კი - კაბრიოლეტი. მყიდველს შეუძია აარჩიოს სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 305 ცხენის ძალას და 407 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ან 5.0-ლიტრიანი V8, მისი 420 ცხენის ძალით და 530 ნიუტონმეტრით.
გარდა ამისა, პირველი 500 ცალი „მუსტანგის“ ეკიპირებაში შევა კავშირის სისტემა „ფორდ Sync 2“, სანავიგაციო სისტემა, სავარძლები გაგრილების და გათბობის ფუნქციით, პარკირების დამხმარე სისტემით, ქრომირებული დეტალებით და ალუმინის 19-დუიმიანი ბორბლებით.

No comments:

Post a Comment