დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 16, 2014

სუზი ვოლფი ფ1-ში დებიუტს გეგმავს

Susie Wolff hopes to be the first female to race in F1 since 1976
16 მაისი
შოტლანდიელი სუზი ვოლფი კიდევ ერთი ქალი მრბოლია, რომელიც მიზნად უახლოეს მომავალში ფ1-ში მოხვედრას გეგმავს. უფრო სწორედ, ის უკვე არის ფორმულა ერთში - „უილიამსის“ პილოტების განვითარების პროგრამის წევრია და ამ სახელოვანი გუნდის ტესტებში მონაწილეობს ხოლმე. ახლახანს მან ბარსელონას ტესტებშიც მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შეცდომაც დაუშვა, ოთხშაბათს მეხუთე საუკეთესო დრო დააფიქსირა.
სხვათა შორის, სუზი „უილიამს მარტინი რეისინგის“ აქციონერისა და „მერსედეს AMG პეტრონასის“ აღმასრულებელი დირექტორის, ტოტო ვოლფის მეუღლეა და რა თქმა უნდა, მისი ტროტეჟირებით სარგებლობს. თუმცა, მიმომხილველთა შეფასებით, მრბოლის კარგი თვისებებითაც გამოირჩევა.
მასზე გაცილებით გამოცდილია „ზაუბერის“ ქალი ტესტ მრბოლი, შვეიცარიელი სიმონა დე სილვესტრო, რომელიც ასევე იმედოვნებს, რომ მალე ფ1-ის საპრიზო პილოტი გახდება. ოღონდ, ვოლფისგან განსხვავებით, შვეიცარიულმა გუნდმა, მას მხოლოდ ძველი ბოლიდის (ზაუბერ C31) გამოცდის საშუალება მისცა და ისიც აპრილში, ფიორანოს ტრეკზე.
სიმონა შვეიცარიული ენერგო კომპანიის ფინნსური მხარდაჭერით სარგებლობს, რომელიც მისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავს. მას ინდიქარ-ის სერიაში ხუთი სეზონი აქვს გატარებული, სუზის ანგარიშზე კი DTM-ის ექვსი სეზონია. „უილიამსის“ პილოტი მალე პრაქტიკებშიც მიიღებს მონაწილეობას - ეს ბრიტანეთისა და გერმანიის დიდ პრიზებზე მოხდება.
ცნობისათვის, ბოლო ქალი მრბოლი, რომელიც ფორმულა ერთის სარბოლო უიკენდზე გამოსულა ტრასაზე, იტალიელი ჯოვანა ამატია. 1992 წელს მან ბრაზილიის დდ პრიზის კვალიფიკაციაზე იასპარეზა, მაგრამ მისი გავლა ვერ შეძლო. სხვათა შორის, ამატის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა პროტეჟირებდა.
ფორმულა ერთის ისტორიაში, მისი პილოტის საპატიო წოდებას მხოლოდ ხუთი ქალი მრბოლი ატარებდა, რომელთაგან სტარტზე გამოსვლა მხოლოდ ორმა შეძლო. მათგან პირველი იყო იტალიელი მარია ტერეზა დე ფილიპისი, რომელმაც 1958-59 წლებში, „მაზერატის“ და „ბერა-პორშეს“ ბოლიდით სამ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ქულის აღება ვერ მოახერხა. მეორეა ასევე იტალიელი ლელა ლომბარდი, რომელმაც 1974-76 წლებში, 12 რბოლაში იასპარეზა (მარჩის, RAM-ის და უილიამსის ბოლიდებით) და 0.5 ქულის აღება შეძლო. დანარჩენი სამი პილოტია ბრიტანლი დივინა გალიცა (1976 და 1978 წლები, სარტიზი და ჰესკეტი), სამხრეთ აფრიკელი დეზირე უილსონი (1980, უილიამსი) და ამატი (1992, ბრებჰემი).

No comments:

Post a Comment