დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 19, 2014

ეკლსტოუნის სიმდიდრე ისევ გაიზარდა

Ecclestone’s wealth rises amid fierce scrutiny
19 მაისი
„სანდი თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ, ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში, ბერნი ეკლსტოუნს 29-ე ადგილი უკავია. მისი ქონება 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, რაც შარშანდელთან შედარებით, 500 მილიონით მეტია. ამგვარად, ის მოტორსპორტის ისტორიაში, ყველა დროის უმდიდრესი ადამიანია.
სავარაუდოდ, წელს მისი ქონება კიდევ უფრო გაიზრდება - გავრცელებული ინფორმაციით, ახლახანს მან 1.2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მოგების გადასახადის სახით, ბრიტანეთის ბიუჯეტში 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
უფრო მეტიც, მასთან მინიმუმ კიდევ ორი მდიდარი ბრიტანელის ქონებაა დაკავშირებული. მათგან ერთი მისი ყოფილი მეუღლე სლავიცაა, რომელიც 740 მილიონი გირვანქა სტერლინგის მფლობელია (ეს ქონება მან მეტწილად განქორწინებაში მიიღო), მეორე კი პატრიკ მაკნალი, ვინც ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა განმკარგველ კომპანია „ოლსპორტის“ ხელმძღვანლი იყო. მაკნალის ქონება 510 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული.
მდიდარ ბრიტანელთა სიაში წინ წაიწია „მაკლარენის“ შეფმა რონ დენისმა, ვინც 260 მილიონის ქონებას ფლობს. სხვათა შორის, ის „მაკლარენში“ თავისი წილის 25-დან 50 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს, რაშიც 250 მილიონს გაიღებს. მოქმედ ბრიტანელ პილოტებს შორის ყველაზე მდიდარი ლუის ჰამილტონია, ვისმა ქონებამაც 68 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

მოტორსპორტში მოღვაწე უმდიდრესი ბრიტანელების სია
ბერნი ეკლსტოუნი              £3000 მილიონი
სლავიცა ეკლსტოუნი         £740 მილიონი (ბერნის ყოფილი მეუღლე)
პატრიკ მაკნალი                  £510 მილიონი (ოლსპორტის ყოფილი შეფი)
ტონი ფერნანდესი              £392 მილიონი (კატერჰემის მფლობელი)
რონ დენისი                          £260 მილიონი (მაკლარენის მთავარი აღმასრულებელი)
კევინ ვიტკროფტი               £120 მილიონი (დონინგტონ პარკის მმართველი)
ჯონი დამფრიზი                 £110 მილიონი (ლოტუსის ექს-პილოტი, ბუტის მარკიზი)
გრემ ჩილტონი                    £110 მილიონი (მაქს ჩილტონის მამა, დაზღვევის მაგნატი)
ფრენკ უილიამსი                 £106 მილიონი (უილიამსის მფლობელი)
როს ბრაუნი                          £100 მილიონი (ფ1-ის გუნდების ყოფილი ხელმძღვანელი)
ედი ირვაინი                        £83 მილიონი (ფ1-ის ყოფილი პილოტი)
ედი ჯორდანი                     £80 მილიონი (ჯორდანის ყოფილი შეფი)
ლუის ჰამილტონი              £68 მილიონი (მერსედესის პილოტი)
ჯენსონ ბატონი                    £63 მილიონი (მაკლარენის პილოტი)
მარტინ ბირეინი                  £60 მილიონი (ლოლა ქარზის მფლობელი)

No comments:

Post a Comment