დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 22, 2014

ჰამილტონი მონაკოშიც ყველაზე სწრაფია

Motor racing-Hamilton on top in first Monaco practice
22 მაისი
ლუის ჰამილტონი მონაკოშიც უსწრაფესია, თუმცა მისგან არც ისე შორსაა თანაგუნდელი ნიკო როსბერგი, რომელმაც პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ჩემპიონატის ლიდერზე მხოლოდ 0.032 წამით უარესი დრო აჩვენა. მათგან ახლოსაა დანიელ რიკარდო, რომელიც ლიდერს დაახლოებით 0.3 წამით ჩამორჩა. ასეთი სხვაობა კი იმის იმედს იძლევა, რომ მონაკოში მაინც ვინმე შეძლებს სამქიმიანებთან ტოლსწორ პაექრობას.
აღსანიშნავია, რომ შარშან მონაკოში როსბერგმა პოულიდან მოიგო და მას იმედი აქვს, რომ იმ მიღწევას გაიმეორებს და ჩემპიონატის ლიდერობასაც დაიბრუნებს. ხუთი ეტაპის შემდგ, ჰამილტონი როსბერგს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. არადა ხუთიდან ოთხი რბოლა მას აქვს მოგებული. გერმანლის ანგარიშზე მხოლოდ პირველ ეტაპზე გამარჯვებაა, რის შემდეგაც მან ზედიზედ ოთხჯერ დაიკავა მეორე ადგილი.

წრე 1:19-ზე ნაკლებში გაიარა ფერნანდო ალონსომ, ვისაც მონაკოში გამარჯვება „რენოს“ და „მაკლარენის“ მანქანებით აქვს მოპოვებული. სესიის მიწურულს მას მირაბოში მცირე შეცდომა მოუვიდა, თუმცა თავისი საუკეთესო დრო უკვე დაფიქსირებული ჰქონდა. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მეხუთეზე დაეტოვებინა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი.

მონაკოს დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:18.271
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:18.303
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:18.506
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:18.930
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:19.043
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:19.467
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:19.494
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:19.666
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:19.789
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:19.856
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:20.033
12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:20.118
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:20.207
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:20.241
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:20.260
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:20.517
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:20.736
18. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:20.914
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:21.310
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:22.063
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:22.492
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:25.817

No comments:

Post a Comment