დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 14, 2014

უფრო მდიდრული განახლებული „ლენდ როვერ ფრილენდერი“

More luxury for updated Land Rover Freelande
14 მაისი
„ლენდ როვერი“ მოდელ „ფრილენდერს“ ბოლო განახლებას უტარებს - როგორც ცნობილია, მალე ამ ავტომობილს სრულიად ახალი მოდელი შეცვლის, რომელსაც „დისქავერი სპორტი“ ერქმევა. განახლებულ „ფრილენდერს“ მეტსახელად „მეტროპოლისს“ დაარქმევენ. ბრიტანული კომპანია ამ ვერსიას ყველაზე მდიდრულ „ფრილენდერად“ მოიხსენიებს. მისი ფასი 35 995 გირვანქა სტერლინგი იქნება.
უნდა ითქვას, რომ ახალი ფასით და სპეციფიკაციებით, „მეტროპოლისი“ იმ მიმართულებას იღებს, რომელიც „ლენდ როვერმა“ სრულიად ახალ „დისქავერი სპორტს“ გაუმწესა. სპეც ვერსიის ეკიპირება, წინა ყველაზე მდიდრულ ვერსია „HSE ლუქსს“ ეფუძნება და მისი განვითარებაა. მასში გამოყენებულია ტყავის მარკა „უინძორით“ შემოსილი სავარძლები, პანორამული სახურავი, ალუმინის 19-დუიმიანი ბორბლები, „მერიდიანის“ საუნდ სისტემა, სატელიტური ნავიგაცია სენსორული ეკრანით, მდიდრული ხალიჩები, რევერს კამერა.
ვერსია „მეტროპოლისი“ მხოლოდ ერთი, 2.2-ლიტრიანი SD4 ტურბოდიზელი, რომლის სიმძლავრე 188 ცხენის ძალაა. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ყველაფერმა სტანდარტული „ფრილენდერიდან“ ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე გადაინაცვლა.
რაც შეეხება „დისქავერი სპორტს“, ბრიტანული კომპანია მას წლის ბოლოს გაგვაცნობს, გაყიდვებს კი მერმისს დაიწყებს. ეს ავტომობილი, „დისქავერის“ ოჯახის პირველი წევრი იქნება. ის „იაგუარ ლენდ როვერის“ სრულიად ახალი ოთხცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც საერთო სერიული სახელი ექნებათ - „ინჯენიუმი“. „ლენდ როვერმა“ „დისქავერი სპორტის“ კონცეპტუალური ვერსია, სახელად „დისქავერი ვიჟნ კონცეპტ“, ახლახანს, ნიუ იორკის მოტორ შოუზე გაგვაცნო.

No comments:

Post a Comment