დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 14, 2014

„დაჩიამ“ მე-5 მილიონი ავტომობილი გამოუშვა

Dacia Reaches 5 Million Cars Produced in Romania
14 მაისი
რუმინულმა საავტომობილო კომპანია „დაჩიამ“, რომელიც „რენო-ნისანის“ ალიანსში შედის, 6 მაისს მე-5 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. შავი ფერის ქროსოვერი „დასტერი“, მიოვენის ქარხნის კონვეიერიდან, კომპანიის თანამშრომლებმა ზარ-ზაიმით გააცილეს.
„დაჩიას“ სამოდელო რიგში, ამჟამად „დასტერი“ ყველაზე პოპულარული ავტომობილია - მასზე მიოვენის ქარხნის წარმოების დაახლოებით 50 პროცენტი მოდის. მისი გამოსვლის შემდეგ, რუმინული კომპანიის ცნობადობა ევროპის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. უფრო მეტიც, ფრანგულ-იაპონური ალიანსის დახმარებით, „დაჩიამ“ ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ინდოეთის ბაზრებზეც კი შეაღწია.
ცნობისათვის, „დაჩიამ“ მუშაობა ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს, 1968 წელს დაიწყო და სანამ „რენო“ მას თავისი ქოლგის ქვეშ მოაქცევდა (1999 წელს), საკმაოდ მოკრძალებული კომპანია იყო. პირველი ავტომობილი, სახელად 1100, სწორედ „რენოს“ ლიცენზიით, მოდელ R8-ს ბაზაზე გამოუშვა. „რენომ“ ეს პატარა კომპანია თავისი საბიუჯეტო ავტომობილების მწარმოებლად აქცია და სწორედ აქედან დაიწყო „დაჩიას“ აღმასვლა.
ამჟამად, მინული კომპანიის ქარხანა წლიურად 350 000 ცალ ავტომობილს აწარმოებს. ესენია „ლოგანი“, „სანდერო“, „სანდერო სტეპვეი“, „დასტერი“ და „ლოგან უნივერსალი“. გარდა ამისა, „დაჩიას“ ქარხანა მაროკოში, ქალაქ ტანჟერში აქვს, სადაც „დოკერს“, „დოკერ ვენს“ და „ლოჯის“ უშვებს. ეს ქარხანა 2012000 წელს ამოქმედდა და უკვე მიაღწია საპროექტო სიმძლავრეს - წლიურად 500 000 ავტომობილს. ოღონდ, „დაჩიას“ გარდა, იქ „ნისანის“ ავტომობილებსაც აწარმოებენ. ამჟამად ტანჟერში გამოშვებული ავტომობილების თითქმის ნახევარს იაპონური კომპანიის ლოგო აქვს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მალე წარმოებაში „დაჩიას“ წილი გაიზრდება.

No comments:

Post a Comment