დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 12, 2014

ძანარდი „ბეემვეს“ ბრენდის ელჩი გახდა

Alessandro Zanardi Becomes BMW Brand Ambassador
12 მაისი
ლეგენდარული იტალიელი მრბოლი, ლონდონის პარალიმპიური თამაშების ორი ოქროს მედლის მფლობელი ალესანდრო ძანარდი, „ბეემვეს“ ბრენდის კეთილი ნების ელჩი გახდა. ძანარდ ახლა 47 წლისაა და ის ბავარიული კომპანიის პარტნიორ გუნდ „როალ მოტორსპორტის“ სპეციალურად მისთვის მოდიფიცირებული Z4 GT3-ით, „ბლანპენის“ სპრინტის სერიაში ასპარეზობს.

ძანარდი სისწრაფის, მიზანსწრაფულობისა და ნებისყოფის ნამდვილი ბუკეტია. 2001 წლის ჩემპ ქარის სერიის გერმანული ეტაპისას მომხდარ უმძიმეს კატასტროფაში, მან ორივე ფეხი დაკარგა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ იტალიელი რბოლებს დაუბრუნდებოდა. მაგრამ დაბრუნდა და ამისათვის ორი წელი დასჭირდა. „ბეემვეს“ სპეციალურად მოდიფიცირებული სარბოლი ავტომობილით, რომელიც მისთვის „როალ მოტორსპორტმა“ მოამზადა, FIA-ს ტურინგის კლასის ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატზე, ოთხი რბოლა მოიგო!
2005-2009 წლებში, ძანარდიმ „ბეემვეს“ ავტომობილებით 100-ზე მეტ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ მხოლოდ მოტორსპორტს არ დასჯერდა. ლონდონის 2012 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის მზადება დაიწყო და მიზანსაც მიაღწია - ეტლით რბენაში ორი ოქროს და ერთიც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ კი ისევ მოტორსპორტს დაუბრუნდა და ისევ „როალ მოტორსპორტთან“ და „ბეემვესთან“ ერთად.
„ძალიან გვიხარია, რომ ალესანდრო ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, როგორც ჩვენი ბრენდის კეთილი ნების ელჩი. მისი ფანები მთელს მსოფლიოში, მას იცნობენ, როგორც არამხოლოდ შესანიშნავ მრბოლს. დადებითი ხასიათისა და მებრძოლი სულის გამო, ის ალესანდრო მათთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია“, - ამბობს „ბეემვეს“ მმართველი საბჭოს წევრი იან რობერტსონი (ფოტოზე ძანარდისთან ერთად), ვინც ბავარიული კომპანიის გაყიდვებს და მარკეტინგს უძღვება.

„ვამაყობ, რომ „ბეემვეს“ ბრენდის ელჩი გავხდი. „ბეემვე“ ჩემთვის მეორე ოჯახივითაა. ბოლო წლებში ჩვენ ერთად არამხოლოდ დაუვიწყარი დრო გავატარეთ ტრეკზე, არამედ ახლო მეგობრებიც გავხდით. რბოლაში „ბეემვეს“ პილოტად დაბრუნება ჩემთვის დიდი მოვლენაა. ახლა კი უკვე ამ სათაყვანებელ კომპანიას წარმოვადგენ და ეს შესანიშნავია. „ბეემვეს“ ოჯახის ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მზად ვარ, ეს საპატიო საქმე მთელს მსოფლიოში შევასრულო“, - განაცხადა ძანარდიმ.

No comments:

Post a Comment