დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 29, 2013

შუმახერი თხილამურობისას დაშავდა

Michael Schumacher hospitalized after ski accident
29 დეკემბერი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, კვირას დილით, სამთო თხილამურობისას მომხდარი ინციდენტისას დაშავდა. შემთხვევა საფრანგეთის ალპებში, სამთო კურორტ მერიბელში მოხდა, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით ქალაქ გრენობლის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მთის ფერდობზე დაშვებისას, შუმახერს შეცდომა დაუშვია და დაცემულა, რის შემდეგაც ქვის ლოდს დაჯახებია. ინციდენტის შედეგად, გერმანელმა მრბოლმა თავის დაზიანება მიიღო. ზოგერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, მისი მდგომარეობა სერიოზულია. თუმცა მოგვიანებით ექიმებმა ეს არ დაადასტურეს.
მერიბელის სამთო კურორტის დირექტორმა კრისტოფ ჟერნინიონ-ლეკომტმა განაცხადა: „მას ინციდენტი 11:07-ზე შეემთხვა, როცა ტრასას გასცდა. მას ჩაფხუტი იცავდა და ლოდთან შეჯახებისას მან დაიცვა. სამაშველო ჯგუფი მაშინვე მივიდა ადგილზე, რის შემდეგაც, დაზარალებული ვერტმფრენით გადაიყვანეს მუტიერის ჰოსპიტალში გადაიყვანს. ის შოკირებული იყო, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. შესაძლოა, ადგილი გვქონდს ტვინის შერყევასთან, მაგრამ სერიოზული არაფერია“.

No comments:

Post a Comment