დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 26, 2013

სანტამ რუდოლფი „მაკლარენ MP4-12C-თი“ შეცვალა

Santa Replaces Rudolf With McLaren MP4-12C
26 დეკემბერი
სანტა კლაუსი და მისი ჩრდილოური ირმები, რომელთაგან ყველაზე ცნობილს რუდოლფი ჰქვია, განუყოფლები არიან. უფრო სწორედ იყვნენ, რადგან თანამედროვე სანტას ირმის სისწრაფე ვეღარანაირად ვერ დააკმაყოფილებს და მას გაცილებით სწრაფი სატრანსპორტო საშუალება ესაჭიროება. საჩუქრებს ხომ მთელს მსოფლიოში მილიონობით ბავშვი ელის...
რას იტყვით „მაკლარენის“ სუპერ ავტომობილ MP4-12C-ზე, რომელსაც კარბონის ბოჭკოს კომპოზიტით დამზადებული „მარხილი“ და დიდი რემა ჰყავს, რომელშიც 616 „ცხენია“ შებმული? სანტას კი არა, ნებისმიერს მოეწონება ასეთი სისხლისფერი მხეცი, რომელიც სწრაფადაც გაგრიალებთ და ბევრ სიამოვნბასაც მოგანიჭებთ.
სანტას კი, ის მაინც ვერ დაეხმარება საჩუქრების ადგილზე დროულად მიტანაში - მას ხომ მეტისმეტად ბევრი ადრესატი ჰყავს. და საერთოდაც, ადგილზე მარხილი და ირმები თუ არ მიიყვანენ, რის სანტა იქნება.
ისე, სანტასაც გააჩნია...

No comments:

Post a Comment