დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 26, 2013

„რედ ბული“: რიკიარდო გაგვაოცებს

Red Bull expects Daniel Ricciardo to surprise in Formula 1 in 2014
26 დეკემბერი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ახალი წევრი, ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო, თავისი გამოსვლებით ბევრს გააოცებს. როგორც ცნობილია, ავსტრიულ გუნდში რიკიარდომ თავისი თანამემამულე მარკ ვებერი შეცვალა, რომელიც გამძლეობაზე რბოლებში გადავიდა, სადაც „პორშეს“ წარმოების სპორტული პროტოტიპით იასპარეზებს.
ჰორნერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ტორო როსოს“ საშუალო დონის ავტომობილით, რიკიარდო ხშირად ახერხებდა კვალიფიკაციის მესამე ფაზაში ასპარეზობას. უფრო მაღალი დონის მანქანთ კი გაცილებით მეტს შეძლებს.
„ვფიქრობ, ის ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს, რადგან ძალიან სწრაფია. მას ჯერაც ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ თავისი უნარით ბევრს გააოცებს. „ტორო როსოში“ ყოფნისას, კვალიფიკაციებში არაერთხელ გამოიჩინა თავი. რბოლებშიც ჩვენს აღტაცებას იწვევდა. ის ოპტიმალურად იყენებდა იმ საშუალებებს, რომლებიც მის ხელთ იყო. ის პანიკაში არასდროს ვარდება. ხანდახან პრაქტიკებზე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ კვალიფიკაციებზე, ათიდან ცხრა შემთხვევაში, საქმეს თავს კარგად ართმევდა“, - ამბობს ჰორნერი.
„რედ ბულის“ შეფი ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ რიკიარდო ახალ ტექნიკურ რეგლამენტსაც იოლად შეეგუება: „ის ჩვენთან კარგ დროს გადმოდის. ბევრი რამ იცვლება და ამიტომ, პილოტის შესაცვლელად კარგი დროა. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის უცხო არაა და ამ მხრივაც, მისი არჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო“.

No comments:

Post a Comment