დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 25, 2013

საინსს საინსის ფ1-ის მომავლის ეიმედება

Sainz hopes son on road to F1
25 დეკემბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე „ტორო როსოს“ ერთ-ერთი მანქანის საჭეს კარლოს საინს უმცროსი მიუჯდეს. გასული სეზონის ბოლოს, დანიელ რიკიარდო „რედ ბულმა“ მარკ ვებერის ადგილზე წაიყვანა, იტალიურ გუნდში კი, რომელიც წითელი ხარების ფარმ გუნდია და მისთვის მომავალ ვარსკვლავებს ამზადებს (სებასტიან ფეტელიც მათ შორისაა), ყველას გასაკვირად, პორტუგალიელი ანტონიო ფელიქს და კოსტას ნაცვლად, რუსი თინეიჯერი დანიილ კვიატი მიიწვიეს. და კოსტას კი ტესტ პილოტის როლი ერგო.

აქედან მოყოლებული, „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტებს შორის, ყველაზე პერსპრქტიულად უმცროსი კარლოს საინსი ითვლება, რომელიც ახლა 19 წლისაა. ამასობაში კი „რედ ბულის“ ახალგაზრდული გუნდი ორი ახალი პილოტით, 17 წლის ბრიტანელი ალექს ლინით და მისი თანატოლი ფრანგი პიერ გასლით შეავსო.
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, უფროსი კარლოს საინსი, ვინც ასევე „რედ ბულის“ პარტნიორია და ავსტრიული კომპანიის მხარდაჭერით, დაკარის რალი აქვს მოგებული, იმედოვნებს, რომ მისი შვილი მალე ფ1-ში გადავა: „მე ვიცი, რომ მას ამის ნიჭი აქვს. მაგრამ ეს საკმარისი არაა. ფორმულა ერთში მოსახვედრად, მას ასევე ბევრი იღბალი სჭირდება“.

სანამ „რედ ბულში“ ჩათვლიან, რომ უმცროსი საინსი ფ1-სთვის მზადაა, ის სტაჟირებას ფორმულა რენო 3.5-ის სერიაში გაივლის.

No comments:

Post a Comment