დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 24, 2013

„ჰიუნდაი“ ახალ „ჯენეზისს“ ევროპაში მერმისს შეიტანს

Hyundai will debut Genesis sedan in Europe next year
24 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ ახალ „ჯენეზისს“ მომავალ წელს ევროპის ბაზარზე შეიტანს, სადაც კონკურენციას გერმანულ პრემიუმ ბრენდებს - „მერსედეს-ბენცს“, „ბეემვეს“ და „აუდის“, მათსავე ტერიტორიაზე გაუწევს. კორეული კომპანია აცხადებს, რომ „ჯენეზისი“ პირველი პრემიუმ კლასის სედანია, რომელსაც ევროპაში შეიტანს. ამასთან, „ჰიუნდაი“ არ მალავს, რომ მისი მიზანია, ევროპაში აღარ ჰქონდს ისეთი ავტომეწარმოებლის იმიჯი, რომელიც მყიდველს ავტომობილებს შეღავათიან ფასში სთავაზობს.
„ჩვენ უნდა შევძლოთ ამ გამოწვევის გამკლავება და ძლიერ ევროპულ ბრენდებს კონკურენცია გავუწიოთ. ჩვენ ველით, რომ „ჯენეზისი“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც წინ უძღოდა კორეაში ახალი „ჯენეზისის“ ოფიციალურ პრემიერას.
„ჰიუნდაიმ“ მაღალი კლასის სედანი „ჯენეზისი“ პირველად ექვსი წლის წინ გამოუშვა და უკვე მისი მეორე თაობის წარმოებას იწყებს. კორეული პრემიერის შემდეგ, მას ამერიკის ბაზარზე შეიტანს, რომელიც ამ ავტომობილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ კი ის ევროპასა და სხვა ბაზრებზეც შევა.
აღსანიშნავია, რომ კორეული კომპანიის ევროპულ გამაში ამ ეტაპზე არ ფიგურირებს პრემიუმ ავტომობილი. ევროპის ბაზარი ამ კლასისადმი ძალიან მგრძნობიარეა და ისეთ სტაჟიან იაპონურ ბრენდებსაც კი ძნელად იგუებს, როგორებიცაა „ლექსუსი“ და „ინფინიტი“, რომლებსაც ძალიან უჭირთ გერმანულ კომპანიებთან კონკურენცია. და ამ მიმართულებით „ჰიუნდაი“ სიფრთხილეს იჩენს - ის აღიარებს, რომ ამ ეტაპზე, „ჯენეზისის“ მთავარი ბაზრები ამერიკა და კორეა იქნება. ეს უკანა ამძრავიანი სედანი გაცილებით ცოტა იყიდება, ვიდრე „სონატა“ და „ელანტრა“, მაგრამ მათზე მაღალი მოგების მარჟა აქვს, რაც პრემიუმ ავტომობილებისთვის დამახასიათებელია.
ევროპის ბაზარზე, „ჰიუნდაი“ და მისი შვილობილი „კია“ დაახლოებით 6.1 პროცენტს აკონტროლებენ. მართალია, ძველ კონტინენტზე წელს მათი გაყიდვები 0.7 პროცენტით არის შემცირებული, მაგრამ მთლიანი ბაზრის მოცულობა გაცილებით მაღალი მაჩვენებლით - 4 პროცენტით შემცირდა, რაც კორეელებს პოზიციების განმტკიცების საშუალებასაც კი აძლევს.

No comments:

Post a Comment