დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 16, 2013

ვებერი: ფეტელი და ალონსო ჰამილტონს ჯობნიან

Webber says Vettel, Alonso better than Hamilton
16 დეკემბერი
„რედ ბულის“ ყოფილი პილოტი, ავსტრალიელი მარკ ვებერი თვლის, რომ ლუის ჰამილტონი არ არის ფერნანდო ალონსოს და თავის ყოფილ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დონის პილოტი. ამ ორს შორის კი უპირატესობას ვერცერთს ანიჭებს:
„რბოლების ორ საათში ფერნანდო შეუდარებელია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ერთწრიან კვალიფიკაციებში კი ის სებს ვერ შეედრება. საერთო ჯამში, მათ შორის საუკეთესოს დასახელება ძალიან გამიჭირდება. შემდეგი საუკეთესო კი ჰამილტონია“, - ამბობს ვებერი, ვინც ახლახანს „პორშემ“ თავისი გუნდის ლიდერ პილოტად ოფიციალურად დაასახელა.
ვებერი დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონშიც მთავარი ფავორიტი ფეტელი იქნება და რეგლამენტში განხორციელებული რადიკალური ცვლილებები მის უპირატესობას ვერ შეამცირებს: „ახალი სეზონდან ბევრი რამ ძრავებზეა დამოკიდებული. მანქანის აეროდინამიკა მეორეხარისხოვანი იქნება. ზოგიერთისთვის ეს ცუდი არაა, თუმცა ბევრი რამ ისევ მრბოლებზეა დამოკიდებული. მათ ბალანსიება და შესაძლებლის მაქსიმალურად გამოყენება მოუწევთ, რაშიც სებასტიანი შეუდარებელია. ის ისევ თავის ადგილზე იქნება, ეს გარემო მას იდეალურად შეესაბამება“.

No comments:

Post a Comment