დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 30, 2013

შუმახერის მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა“

Doctors say Michael Schumacher's condition 'extremely serious'
30 დეკემბერი
მიხაელ შუმახერის მდგომარეობა კვლავაც „უკიდურესად მძიმეა“, როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კომაში იმყოფება, რაც თავის ტვინის ტრავმებითაა გამოწვეული. ექიმებს ჯერჯერობით უჭირთ მისი მდგომარეობის პროგნოზირება. გერმანელი მრბოლის მკურნალობა ქალაქ გრენობლის (საფრანგეთი) ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიმდინარეობს.
„შუმახერს ძალიან მძიმე ინციდენტი შეემთხვა და დაუყოვნებლივ მოგვიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ტვინის სკანირებისთანავე გადაუდებელი ოპერაცია, შემდეგ კი ყველა აუცილებელი პროცედურა ჩაუტარდა. მაგრამ ამ ეტაპზე, მის მომავალზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ინტენსიური თერაპიის კურსი უტარდება“, - განაცხადა პროფესორმა ჟან-ფრანსუა პაიენმა.
ექიმთა გუნდის განცხადებით, შუმახერი ამ ეტაპზე მართვად კომტოზურ მდგომარეობაში ჰყავთ, რათა მისი გამოჯანმრთელების შანსი გაიზარდოს. ტრავმის შემდგ, მან ტვინის მძიმე შერყევა მიიღო, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია. გარდა ამისა, ტვინი რამდენიმე ადგილზეა დაზიანებული. ექიმებს ამ ეტაპზე უჭირთ იმის თქმა, შეძლებს თუ არა ლეგენდარული გერმანელი მრბოლი სრულად გამოჯანმრთელებას.
„ამ ეტაპზე, ტრავმის შემდგომ ეფექტებზე ლაპარაკი არ შეგვიძლია. ჯერჯერობით, საათობრივ დაკვირვებას ვაწარმოებთ და მისი მდგომარეობის შესაბამისად ვმოქმედებთ. ჩვენ ვიცით, რას უნდა ველოდოთ ჩვენი კონკრეტული ქმედებისგან, მაგრამ ამაზე მეტი ინფორმაციის მოცემა არ შემიძლია და ვერც პროგნოზს გავაკეთებ“, - დასძენს პაიენი.
ექიმებს იმედი აქვთ, რომ შუმახერს ძლიერი ორგანიზმი ამ განსაცდელისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. ამასთან, იმასაც აღნიშნავენ, რომ დამცავი ჩაფხუტი რომ არა, შუმის გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდა და ჰოსპიტალამდეც კი ვერ მიატანდა.
პროფესორ სტეფან შაბარდეს თქმით, შუმახერი კლდეს თავის მარჯვენა ნაწილით დაეჯახა. „მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ მის ტვინში რამდენიმე დაზიანებაა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. შეჯახება თავის მარჯვენა ნაწილით მოხდა. ინციდენტის შემდეგ, ის აღგზნებული იყო, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა. არ ჰქონდა ნორმალური ნევროლოგიური რეაქცია“, - ამბობს შაბარდე.

No comments:

Post a Comment