დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 13, 2013

„სუზუკი“ დიზელის ძრავებს გამოუშვებს

Suzuki Developing 1.5-Liter Diesel for Small SUV
13 დეკემბერი
„სუზუკიმ“ გადაწყვიტა, რომ თავად გამოუშვას საკუთარი ავტომობილებისთვის დიზელის ძრავი, რომელსაც რამდენიმე მოდელზ გამოიყენებს. და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ის დიზელის საწვავზე მომუშავე აგრეგატებს დაამზადებს და აღარ იქნება დამოკიდებული „ფიატის“ დიზელის ძრავებზე.
დიზელის პირველი ტურბო აგრეგატი, რომელსაც „სუზუკი“ გამოუშვებს, 0.8-ლიტრიანი, ორცილინდრიანია და რა თქმა უნდა, მისით პატარა ავტომობილები აღიჭურვება. პირველი მას პატარა პიკაპი მიიღებს, შემდეგ ჰეჩბეკების, სედანების და უგზოობის ავტომობილების ჯერიც დადგება. ყველა მათგანი ძალიან მცირეგაბარიტიანი ავტომობილი იქნება. არაა გამორიცხული, რომ იაპონურმა კომპანიამ ეს ძრავი პლაგ-ინ სისტემაშიც გამოიყენოს, სადაც მისი დანიშნულება მხოლოდ სვლის სიშორის გაზრდა იქნება.
კომპანიაში კარგად ესმით ის რისკები, რომლებიც საკუთარი დიზელის ძრავის წარმოებას უკავშირდება და ამიტომ, პირველად მისი დაყენება პატარა კომერციულ ავტომობილზე გადაწყვიტეს. ასეთია ჯუჯა პიკაპი (უფრო კომერციული ფურგონი) Y9T, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოვა.
თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ „სუზუკი“ ძრავს განაახლებს და მას უკვე ჰეჩბეკებზე დააყენებს. შემდეგი ნაბიჯი იქნება 1.5-ლიტრიანი დიზელი, რომელსაც ინდური ბაზრისთვის შექმნილ უგზოობის პატარა ავტომობილზე (უცნაური სახელით YBA) დააყენებენ. ამ ავტომობილს „მარუტი სუზუკი“ გამოუშვებს. ეს ძრავი ფაქტობრივად იმ ორი ორცილინდრიანი დიზელის კომბინაცია იქნება, რომლითაც პიკაპი აღიჭურვება. წესით, ასეთი ძრავის მოცულობა 1.6 ლიტრი უნდა იყოს, მაგრამ ლიტრაჟს შეამცირებენ, რათა ინდურ ბაზარზე 1.5 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავები გაცილებით მეტი თანხით იბეგრება, ვიდრე მცირელიტრაჟიანი აგრეგატები. ამიტომ, აგრეგატის მუშა მოცულობას 1.5 ლიტრამდე შეამცირებენ.
ფაქტობრივად, ეს „სუზუკის“ მეორე დიზელ-ექსპერიმენტი იქნება, რომელმაც თუ გაამართლა, ამავე ძრავს, იაპონური კომპანიის ჰეჩბეკებსა და სედანებზეც ვიხილავთ და არამხოლოდ ინდურ მოდელებზე, არამედ იმ ავტომობილებზეც, რომლებსაც „სუზუკი“ სხვა ბაზრებზეც გაჰყიდის.

No comments:

Post a Comment