დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 15, 2013

ალონსომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

Alonso has his first taste of 2014
15 დეკემბერი
ფერნანდო ალონსო რამდენიმე დღის წინ მარანელოში იმყოფებოდა და პირველად გამოსცადა ახალი ტექნიკა, რომლითაც ახალ სეზონში ასპარეზბა მოუწევს. ოღონდ, ეს ჯერ მხოლოდ კომპიუტერულ სიმულატორზე მოხდა, რომელზეც ახალი ბოლიდის ზოგადი შესწავლა დაიწყო. რა თქმა უნდა, მას ვრტუალურად მანქანის მართვის საშუალებაც მიეცა.
„სიმულატორთან გატარებული დღით კმაყოფილი ვარ. პროგრამით გათვალისწინებული ყველა საფეხური გავიარეთ. სასიამოვნო იყო მანქანის მართვა, თუნდაც ეს მხოლოდ ვირტუალურად მოხდა. ინჟინრებთან აზრთა და შთაბეჭდილებათა ინტენსიური გაზიარება გვქონდა. ჯერჯერობით, ეს შესწავლის პროცესის დასაწყისია, რომელიც ყოველ შემდგომ ჯერზე სულ უფრო დაგვაახლოებს რეალურ ტესტებთან. და ეს მოლოდინი ამ სამუშაოს სასიამოვნოს ხდის“, - „ფერარის“ ვებგვერდზე წერს ალონსო.
სიმულატორზე ჩატარებული სესიის შემდეგ, ალონსო ვერტმფრენით რომში გაემგზავრა, სადაც „ფერარის“ პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს შეხვდა, ვისთან ერთადაც ტელეარხ „რაი უნოზე“ გამართულ საქველმოქმედო გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა. გადაცემის მიზანი, დი მონტეძემოლოს მიერ ორგანიზებულ ფონდ „ტელეთონისთვის“ სახსრების შეგროვებაა. ფონდის მიზანს, გენეტიკურ დაავადებათა კვლევებისთვის ფინანსების შეგროვება წარმოადგენს.
შემდეგ კი ორივე მარანელოში დაბრუნდა, სადაც „ფერარის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა მოიყარა თავი და ისინი ერთობლივ ვახშამზე, საშობაოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ვახშამზე იმყოფებოდა ფელიპე მასაც, რომელიც მომავალი სეზონიდან „უილიამსის“ მანქანით იასპარეზებს. ვახშმისას მასამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ფერარის“ თავის მეორე ოჯახად მიიჩნევს. მასა უკვე გაემგზავრა ბრაზილიაში, სადაც შობას საკუთარ ოჯახთან ერთად შეხვდება და შემდეგ ბრიტანეთს მიაშურებს, სადაც თავის ახალ გუნდთან დაიწყებს მუშაობას.

No comments:

Post a Comment