დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 18, 2013

„რედ ბული“ ფორმულა E-ში მონაწილეობას არ გამორიცხავს

Red Bull not ruling out Formula E entry
18 დეკემბერი
„რედ ბულმა“ განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში FIA-ს უახლეს წამოწყებას, სერია ფორმულა E-ს შეუერთდეს. არადა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს ნათქვამი აქვს, რომ არ არის ქუჩის ჩუმი რბოლების ფანი. არადა, ამ რბოლებისთვის ერთადგილიანი სარბოლი ბოლიდების შექმნაში მონაწილეობას „მაკლარენი“, „რენო“ და „უილიამსი“ მიიღებენ.
„მე ეს არ მომწონს. ჩემი აზრით, ხალხი ფორმულა ერთის სანახავად იმიტომ მოდის, რომ აქ სანახაობის გარდა, განსაკუთრებული სიტუაციაა. მანქანა გვერდზე ჩაგიქროლებს და თან ისეთ ხმას გამოსცემს, რომლის მსგავსს სხვაგან ვერ გაიგებ. ელექტრომობილი კი მხოლოდ ქარის ხმას ტოვებს“, - ამბობს ფეტელი.
მის ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. მაგალითად, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი მაიკლ ანდრეტი სერიაში საკუთარ გუნდს გამოიყვანს და საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეკიდება. საკუთარი „ელექტრონული“ საჯინიბო ჩამოაყალიბა „აუდიმ“. გუნდ „დამს-თან“ თანამშრომლოს“ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი. ფ1-ის კიდევ ერთი ყოფილი პილოტის, აგური სუზუკის გუნდი სახელად „სუპერ აგურიც“ პელოტონშია.
ელექტრონული ფორმულის სერიით დაინტერესებულნი არიან კორპორაცია „ვირჯინი“ და ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც გუნდ „ვენტურის“ თანამფლობელია. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ სერიის ეტაპები მსოფლიოს ათი დიდი ქალაქის ქუჩებში ჩატარდება.
„რედ ბულის“ მოტორსპორტის ამბების მრჩეველი ჰელმუტ მარკო ამბობს: „ჩვენ ელექტრონული ფორმულის გუნდის შექმნა შემოგვთავაზეს, მაგრამ ამჟამად ჩვენ მთლიანად ფორმულა ერთზე ვართ ფოკუსირებული. სერია ჩვენი ყურადღების არეში იქნება და პირველი სეზონის შემდეგ, მასში ჩართვას განვიხილავთ, მაგრამ წინასწარ რაიმეს გადაჭრით თქმა არ შემიძლია“.

No comments:

Post a Comment