დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 17, 2013

„ბეემვე“ ელექტრული „i8 სპაიდერის“ გამოშვებასაც აპირებს

BMW Reportedly Approves i8 Spyder for Production in Late 2015
17 დეკემბერი
არაოფიციალური ინფორმაციით, რომლის წყაროც ბავარიული კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერია, „ბეემვეს“ ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო „i8 სპაიდერის“ წარმოებას. მისი წარმოება კი სავარაუდოდ, 2015 წელს დაიწყება. უფრო მეტიც, წყარო ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია უკვე წარუდგინეს კომპანიის მმართველობას.
სხვათა შორის, პირველად i8-ს ღია ვერსია, სახელად „i8 სპაიდერი“, ბავარიელებმა ჩინეთში, პეკინის ავტო შოუზე შარშან წარადგინეს. თუმცა იქ მისი დეტალების შესახებ არაფერი უთქვამთ. თუმცა, კუპე i8-სთან მსგავსებისა და სახელობითი ნათესაობის მიხედვით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს პრაქტიკულად ერთიდაიგივე ავტომობილებია, რომლებიც მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ ერთს სახურავი არ აქვს. ოღონდ, წარმოების შემთხვევაში, მის ძარას გარკვეული მოდერნიზაცია აუცილებლად ჩაუტარდება.
რაც შეეხება კუპე i8-ს, შემკვეთებისთვის მისი მიწოდება ზაფხულში უნდა დაიწყოს. „ბეემვეს“ ჯგუფის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი იან რობერტსონი ამბობს, რომ კუპე i8-ის მომავალი წლის შეკვეთების პაკეტი უკვე შევსებულია. თუმცა, კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.

No comments:

Post a Comment