დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 24, 2015

ახალ „ფორდ GT-ს“ კანადაში გამოუშვებენ

All-new Ford GT production confirmed
24 თებერვალი
ახალ სუპერქარ GT-ს, რომელიც „ფორდმა“ დეტროიტის მოტორ შოუზე გაგვაცნო, ცისფერი ოვალის ძველი პარტნიორი, კანადური „მულტიმატიკ მოტორსპორტსი“ გამოუშვებს. ეს კომპანია „ფორდთან“ მოტორსპორტულ არენაზე უკვე 30 წელია, თანამშრომლობს. GT-ს წარმოება მომავალ წელს დაიწყება. ავტომობილი გლობალური მასშტაბით, მათ შორის, ევროპაშიც გაიყიდება.
„ამ ავტომობილს ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოვუშვებთ, უფრო ნაკლებს, ვიდრე წინა GT გამოვუშვით“, - ამბობს „ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, ტექნიკური დირექტორი რაჯ ნაირი. „ფორდის“ შეფი მორეი კალუმი ამბობს, რომ ლაპარაკია მხოლოდ რამდენიმე ასეულ ერთეულზე.
სუპერ ავტომობილი სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. ძრავი ბაზაშია განლაგებული და მას ორმაგი ქუროთი 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უკავშირდება. ავტომობილის მზიდი სტრუქტურა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, მას კი წინიდან და უკნიდან, ალუმინისგან დამზადებული სუბჩარჩოები უკავშირდება, რომლებზეც წინა და უკანა საკიდარი, ასევე ძრავისა და ტრანსმისიის ტანდემია დამაგრებული.
ასეთი კონსტრუქცია ძალიან მსუბუქი, მტკიცე და ხისტია, უძლებს დიდ გრეხვით დატვირთვებს, რაც სუპერ და სარბოლო ავტომობილებისთვის ძალიან სასურველი თვისებაა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილი სიმძლავრის და წონის ფარდობითაც ერთ-ერთი საუკეთესოა სერიულ ავტომობილებს შორის.
მართალია, GT-ს დინამიკური მახასიათებლები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ ცისფერი ოვალი გვპირდება, რომ ამ ავტომობილს, შესაშური აჩქარება და მართვადობა ახასიათებს. ამასთან აეროდინამიკურადაც დახვეწილია, რაც მის ეფექტურობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

No comments:

Post a Comment