დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 17, 2013

ახალი „შელბი კობრას“ ესკიზები

New Shelby Cobra Design Study Looks Like a Viper Killer
17 ოქტომბერი
ხუთ ათეულ წელიწადზე მეტია, ავტომობილი სახელად „AC კობრა“, ანუ როგორც ხშირად უწოდებენ, „შელბი კობრა“ ამერიკასა და მთელს მსოფლიოში, სპორტული სუპერ ავტომობილების მოყვარულების ოცნებებს აღძრავს. მსუბუქი, ძალიან ძლიერი და ორიგინალური გარეგნობის „კობრა“ ჭეშმარიტი მძღოლებისთვისაა და არა სუსტი გულის ადამიანებისთვის, ვისაც მკვეთრი მანევრების და სწრაფი აჩქარების შიში აქვთ. მოკლედ, „კობრა“ ამერიკული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი კერპია.
სხვათა შორის, ამ ავტომობილის თანმედროვე ვერსიის გამოშვება „ფორდმა“ 2004 წელს სცადა, როცა დეტროიტის გამოფენაზე კონცეპტუალური „კობრა“ წარადგინა. ის ავტომობილი 6.4-ლიტრიანი V10 ძრავით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრეც 605 ცხენის ძალას აღწევს. მაგრამ სამწუხაროდ, ამ პროექტმა წარმოებამდე ვერ მიაღწია.
მაგრამ „კობრას“ აქტუალობა არც მას შემდეგ დაუკარგავს და პერიოდულად მის შესაძლო განხლებაზეც ჩნდება ხოლმე ცნობები. დამოუკიდებელი დიზაინერებისთვის კი ეს ავტომობილი შთაგონების უშრეტ წყაროდ რჩება და ისინიც პერიოდულად საინტერესო ნამუშევრებს გვთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია დეტროიტელი ინდუსტრიული დიზაინის სტუდენტი დენიელ კუტოლენსი, რომელმაც 21-ე საუკუნის „შელბი კობრა“ შეიმუშავა, რომელსაც ძველი „კობრას“ გენები სრულად აქვს შენარჩუნებული, თუმცა თანამედროვე სტილშია შესრულებული.
„პროექტის მიზანი, ახალი „შელბი კობრას“ შემუშავება იყო. ისეთის, რომელსაც სარბოლი ავტომობილის გენები ექნებოდა. ეს ავტომობილი რბოლების ენთუზიასტებისთვისაა. ამასთან, მასში უნდა შემეხამებინა თანამედროვე „ფორდისა“ და ორიგინალური „შელბი კობრას“ სტილის ელემენტები“, - განმარტავს პროექტის ავტორი.
ალბათ სადაო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მან ამოცანას ბრწყინვალედ გაართვა თავი.

No comments:

Post a Comment