დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 26, 2015

მექსიკის პრობლემები, რომლებზეც ყველა იოცნებებდა

Auto industry's $23 billion investment in Mexico may face snarls at ports
26 მაისი
მსოფლიოს ყველა დიდი კომპანია, რომლებიც ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მუშაობენ, ავტომობილების მექსიკაში წარმოებას ცდილობს. ამის მთავარი მიზეზები, მთავარ ბაზართან (აშშ) სიახლოვე და წარმოების სიიაფეა. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უკვე საკმარისად ძლიერ განვითარდა მაკომპლექტებლების წარმოების ინფრასტრუქტურა, რაც ავტოკომპანიების მექსიკით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას იწვევს.
უახლოეს წლებში მექსიკის ტერიტორიაზე, ავტომწარმოებლები საერთო ჯამში 23 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავენ. ამ თანხით, ახალი ქარხნების მშენებლობა და არსებულების მოდერნიზაცია იგეგმება. მაგრამ იმავდროულად, ქვეყნის დიდი პორტები ვეღარ ასწრებენ საექსპორტო ავტომობილების დროულად გატარებას, რაც მათ ტერიტორიაზე „საცობებს“ წარმოქმნის.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მექსიკის მთავრობამ, არსებული პორტების მოდერნიზაციისთვის და ახალი ტერმინალების ასაშენებლად, 70 მილიარდი პესო (დაახლოებით 4.6 მილიარდი დოლარი) გამოჰყო. ამ თანხით, ოთხი ვერაკრუსის პორტში ოთხი ახალი ტერმინალის აშენება იგეგმება. მაგრამ ზოგი ავტოკომპანია თვლის, რომ ეს საკმარისი არ იქნება და პორტების არასაკმარისი გამტარუნარიანობის პრობლემა მალე ისევ თავს იჩენს.
მოსალოდნელია, რომ მექსიკაში ავტომობილების წლიური წარმოება 2020 წელს 5 მილიონს მიაღწევს. ეს კი ამ ქვეყანაში შარშან გამოშვებული ავტომობილების რაოდენობაზე 56 პროცენტით მეტია. მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო კომპანები, რომელთა შორისაცაა „ტოიოტა“ და „დაიმლერი“, უახლოეს ორწელიწადნახევარში, მექსიკაში 22.6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. ეს კი, რა თქმა უნდა, წარმოების შემდგომ ზრდას გამოიწვევს და მძიმე ტვირთად დააწვება პორტებს.
ვერაკრუსის პორტი ბოლო სამი წელია, სტაგნაციას განიცდის, მაგრამ გაფართოების შემდეგ, მისი გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ძალიან მალე, ესეც აღარ იქნება საკმარისი, რადგან „მაზდა“, „ნისანი“ და „ჰონდა“, მექსიკაში წარმოების კიდევ უფრო მაღალი ტემპით ზრდიან. მაგალითად, „ნისანმა“ შარშან მექსიკიდან ექსპორტზე 538 972 ავტომობილი გაიტანა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია.
„მაზდამ“ აპრილში ექსპორტზე 16 017 ავტომობილი გაიტანა, რაც შარშანდელი აპრილის მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტია. „ჰონდას“ აპრილის ექსპორტმა 14 880 ავტომობილი შეადგინა, ანუ შარშანდელი აპრილის მაჩვენებელზე ორჯერ მეტი. ამასთან, მათი საწარმოო სიმძლავრეებიც სწრაფად იზრდება, რასაც შედეგად, ექსპორტის კიდევ უფრო მომატება მოჰყვება...

No comments:

Post a Comment