დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 26, 2015

„სუზუკი“ მინი ქროსოვერ iM-4-ს 2018 წელს გამოუშვებს

Suzuki iM-4 Mini Crossover Will Reportedly Arrive in 2018
26 მაისი
„სუზუკიმ“ მწვანე შუქი აუნთო კონცეპტუალურ მინი ქროსოვერ iM-4-ს, რომლის წარმოებაც 2018 წელს დაიწყება. ამ ავტომობილის პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გაიმართა. პატარა ავტომობილი წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა, თუმცა იაპონურ კომპანიას მისი შემდგომი სრულყოფა აქვს გადაწყვეტილი.
მცირე ცვლილება გარენობასაც შეეხება. კონცეპტი 1970-იანი წლების კუპე „სუზუკი SC 100 ვიზკიდს“ მიეძღვნა, თუმცა სრულიად თანამედროვედ გამოიყურება. კონვეიერზე დაყენებამდე, პატარა ქროსოვერის კონსტრუქციაში ზოგიერთი კვანძი დაიხვეწება, რისი მიზანიც, ავტომობილის წონის შემცირებაა.
პატარა ქროსოვერის ძრავების გამაში ორი უახლესი ძრავი შევა. მათგან ერთია სერია დუალჯეტის ატმოსფერული 1.2-ლიტრიანი აგრეგატი, მეორე კი - სერია ბუსტერჯეტის 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი. ორივე აგრეგატი უკვე მზადაა წარმოებისთვის. მათი პრემიერა იაპონურმა კომპანიამ ჟენევისა და შანჰაის შოუებზე ჩაატარა. გარდა ამისა, გამაში საშუალო ჰიბრიდული სისტემაც შევა.
iM-4-ის წარმოების დაწყების შემდეგ, „სუზუკის“ სამოდელო გამაში, „სელერიოსთან“ ერთად, ის ყველაზე დაბალ ნიშას დაიკავებს. მართალია, კონცეპტი iM-4 თავისი გაბარიტებით ახლოსაა „ჯიმნისთან“, ის მას არ შეცვლის. ახლანდელი „ჯიმნის“ წარმოება 2018 წლამდე გაგრძელდება, მერე კი მას სრულიად ახალი ავტომობილი შეცვლის, რომელსაც განსხვავებული გარეგნობა ექნება.

No comments:

Post a Comment