დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 18, 2013

„ფორს ინდიას“ ბედი გაურკვეველია

Force India 'could collapse' amid Mallya crisis
18 იანვარი

„ფორს ინდია“ სერიოზულ კრიზისშია და არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთს ეს გუნდიც გამოაკლდეს. ამ ინფორმაციას ჟურნალი „იტალიარასინგი“ ავრცელებს, რომელმაც თავის დროზე, ფ1-ში „პირელის“ დაბრუნება იწინასწარმეტყველა.

ახლა კი ეს გამოცემა, ინდური გუნდის ინკოგნიტო წევრზე დაყრდნობით გვაუწყებს, რომ „ფორს ინდიას“ დამფუძნებელი და მფლობელი ვიჯეი მალია, ვინც მილიარდერობიდან მილიონერად ჩამოქვეითდა, სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის, რამაც შეიძლება ფ1-ის გუნდის გაყიდვა, ან საერთოდაც, გაჩერება აიძულოს.
მალიას კრიზისი მისი კუთვნილი ავიაკომპანია „კინგფიშერის“ პრობლემებით დაიწყო. თუმცა, მის მფლობელობაში ასევე შედის კონგლომერატი „იუნაიტდ ბრევერიზ“, რომელიც სასმელების წარმოების გარდა, ელექტრონიკის და ქიმიურ მრეწველობაზეცაა სპეცილიზებული.
„იტალიარასინგი“ ირწმუნება, რომ ფ1-ის მთავარი აღმასრულებელი ბერნი ეკლსტოუნი „ფორს ინდიას“ შენარჩუნებითაა დაინტერესებული და ინდური საჯინიბოს გადარჩენის გეგმა უკვე აამოქმედა. ინფორმაციის წყარო არ გამორიცხავს, რომ შესაძოა, გუნდის გადარჩენის საქმეში კოლინ კოლესი ჩაერთოს, ადამიანი, ვინც ამ გუნდს მაშინ უძღვებოდა, როდესაც მას „სპაიკერი“ და „მიდლენდი“ ერქვა. კოლესმა „ისპანია რეისინგშიც“ იმუშავა, რომელიც მისი წასვლიდან ძალიან მალე გაკოტრდა.
იტალიური ჟურნალი არც იმას გამორიცხავს, რომ გუნდს სათავეში ფლავიო ბრიატორე ჩაუდგეს, ადამიანი, ვინც ეგრეთ წოდებული „ქრეშგეიტის“ გამო ჩამოაცილეს ფ1-ს.

No comments:

Post a Comment