დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 14, 2014

ავარია მონცაზე. ბედად, ტრავმების გარეშე

Scary Formula Renault Crash Surprisingly Leaves Nobody Injured
14 აპრილი
ადრე ასეთი ავარიები ფატალური შედეგით სრულდებოდა. მაგრამ თანამედროვე ავტოსპორტი იმითაცაა გამორჩეული, რომ მაქსიმალურად იცავს პილოტებს ტრავმებისა და უფრო უარესისგან. ახლახანს ფ1-ში მოხდა ავარია, რომლის დროსაც, მექსიკელი ესტებან გუტიერესის „ზაუბერი“ ასფალტზე ზურგით დაენარცხა, მაგრამ ბედად, პილოტი სრულიად უვნებელი გადარჩა.
გასულ უქმეებზე კი, იტალიის ქალაქ მონცას ტრეკზე ჩატარებული ფორმულა რენო 3.5-ის სერიის პირველი ეტაპის რბოლისას, ერთმანეთს დანიელი მარკო სორენსენი და მალაიზიელი ჯაზემან ჯააფარი დაეჯახნენ. ავარიას ჯააფარის მანქანა შედარებით უვნებელი გადაურჩა, დანიელმა კი რამდენიმე ათეული მეტრი ამოყირავებულმა იფრინა, პიტლეინის კედელს დაეჯახა და ამოყირავებული გაჩერდა.
ბედად, სორენსენმაც მანქანა უვნებელმა დატოვა. ის აშკარად იოლად გადაურჩა განსაცდელს და ამაში კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ კოკპიტს უნდა უმადლოდეს. ეს მასალა პილოტების უსაფრთხოებას არამხოლოდ ფ1-სა და ინდქარ-ში, არამედ უფრო დაბალი კლასის ღიაბორბლიანი ავტომობილების სერიებშიც უზრუნველყოფს...
ეს რბოლა კი კარლოს საინს უმცროსმა მოიგო...


No comments:

Post a Comment