დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 22, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ახალ S-კლასზე უკვე 30 000 შეკვეთა მიიღო

2014 Mercedes-Benz S-Class Already Registers 30,000 Orders
22 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცში“ უყვართ ხალხში გავრცელებული იმ მოსაზრების ხსენება, რომლის თანახმადაც, S-კლასის სედანი მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილია. ახლა კი ამის დასტურად, სტატისტიკის მოშველიებაც შეუძლიათ - უახლესი S-კლასი ბაზარზე სამი თვის გამოსულია, სამქიმიანებს კი მასზე უკვე 30 000 შეკვეთა აქვთ მიღებული.
არადა, გერმანული კომპანია ამ ავტომობილს მყიდველს ძრავების სრული გამით ჯერ ვერ სთავაზობს. მართალია, ახალი S-კლასი ყველა ძირითად ბაზარზე უკვე შევიდა, თუმცა ბევრგან ჯერაც არ შეუტანიათ. ჯერ არ გამოსულა ვერსიები: S400 (წყვილ ტურბოიანი V6-ით), S600 (წყვილ ტურბოიანი V12-ით) და რა თქმა უნდა, სამქიმიანების სიამაყე - S65 AMG.
„ძირითად ბაზრებზე სრულიად ახალი S-კლასის შეტანა შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ჩვენს ძირითად, ზინდლფინგენს ქარხანში წარმოება რეკორდულად მოკლე ვადაში დავიწყეთ. ქარხანა ორ ცვლაში მუშაობს და ექსპორტზე გასატან ყველა ავტომობილს ის აწარმოებს. ამჟამად უკვე 30 000 შეკვეთაზე მეტი გვაქვს მიღებული“, - ამბობს „მერსედს-ბჰენცის“ მმართველთა საბჭოს წევრი ოლა კალენიუსი, ვინც გაყიდვებს და მარკეტინგს უძღვება.
ცნობისათვის, შარშან გერმანულმა კომპანიამ სულ S-კლასის 65 000 სედანი გაჰყიდა. ახალი სედანი პირველად ევროპულ ბაზარზე, ივლისში გამოჩნდა. ჩინეთში (მისთვის უდიდესი ბაზარი სწორედ ჩინეთია) სექტემბერში შეიტანეს, ამერიკაში კი - ერთი კვირის წინ. გერმანიაში ლუქს სედანის ფასი 72 000 ევროდან იწყება.

No comments:

Post a Comment