დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 9, 2013

„ჰიუნდაი“: მალე 90 პროცენტით ევროპული კომპანია ვიქნებით

We'll Soon Be 90 Percent European, Hyundai Says
9 ივნისი
რა თქმა უნდა, კომპანია კორეულ პასპორტს მომავალშიც შეინარჩუნებს და მის შესყიდვას არც რომელიმე ევროპული კომპანია აპირებს. კორეული კომპანია ამ განცხადებით გულისხმობს, რომ ევროპის ბაზარზე გამოტანილი ავტომობილების 90 პროცენტს, ევროპაში შეიმუშავებენ და გამოუშვებენ.
მალე კომპანია ბაზარზე სრულიად ახალ i10-ს გამოუშვებს, რომელსაც ამჟამად ინდოეთში აწარმოებს. თუმცა თავის გამაში ყველაზე პატარა ავტომობილის პრემიერის შემდეგ, მის იმ ვერსიებს, რომლებიც ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, კორეული კომპანიის თურქული ქარხანა გამოუშვებს. შემდგომში კი, „ჰიუნდაი“ ევროპაში მხოლოდ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს შეიტანს, დანარჩენებს კი ადგილზევე დაამზადებს. ბრიტანეთისა და ირლანდიისთვის (ორივე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბაზარია) კი, ავტომობილებს ისევ ინდოეთში გამოუშვებენ.
როგორც „ჰიუნდაი“ აცხადებს, ახალი i10-ის გაყიდვების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაყიდული ავტომობილების 90 პროცენტი და ევროკავშირში გაყიდული ავტომობილების 70 პროცენტი, ბოსფორის სრუტის დასავლეთით იქნება წარმოებული. ამის შემდეგ, ევროპაში გაყიდული ყოველი მეათე ავტომობილი, კორეაში იქნება გამოშვებული.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ყველაზე მეტ ავტომობილს „ჰიუნდაი“ თავის ნოსოვიცეს (ჩეხეთი) ქარხანაში აწარმოებს. სხვათა შორის, ამ ქარხნის სიახლოვეს, ოღონდ სლოვაკეთში (ჩეხეთ-სლოვაკეთის საზღვართან), ქალაქ ზილინაში, „ჰიუნდაის“ შვილობილი „კიას“ ქარხანა მდებარეობს. ავტომობილების გარდა, ნოსოვიცეში ორივე კომპანიისთვის ტრანსმისიებსაც აწარმოებენ, ზილინაში კი - ძრავებს. ამასთან, ავტომობილებს, რომლებსაც ამ ორ ქარხანაში აწარმოებენ, ზიარი პლატფორმები აქვთ.
ნოსოვიცეს ქარხანა „ჰიუნდაი i30-ის“ ოჯახის მოდელებს, ქროსოვერ ix35-ს და სუბკომპაქტურ მინივენ ix20-ს აწარმოებს.  მისი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 300 000 ავტომობილია. ქარხანა კვირაში ხუთი დღე, სამ ცვლაში მუშაობს. დაახლოებით იგივე შესაძლებლობები აქვს ზილინას ქარხანასაც.
„ძალიან ვამაყობთ, რომ ამ ქარხანას ასპროცენტიანი დატვირთვით ვამუშავებთ. ეს იმ დროს, როდესაც ევროპულ ბაზარზე გაყიდვების კლება შეინიშნება და ის მეტად არასტაბილურია. წელს ჯერჯერობით ჩვენი გაყიდვები 5 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა იმავდროულად, ევროპულ ბაზარზე ჩვენი წილი იზრდება“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ალან რაშფორტი.

No comments:

Post a Comment